დღეს, ქ. ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრში კომპანია „სი-სი-ი-ეიჩი VI“-ის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვის ჯგუფის ინიციატივით გურიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა ადგილობრივი გარემოსდაცვითი არასამთავრობოების წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ დასწრებიან.
კომპანიამ შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა ნანა ბერძენიშვილმა საკონსულტაციო ფირმის SLR-ის ეკოლოგი, ნიკოლა ფოლსკი წარუდგინა.
როგორც ნიკოლას ფოლკსმა განაცხადა, SLR „ბახვი 1“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით ბიომრავალფეროვნების კვლევას აწარმოებს, რომლის შედეგად განისაზღვრება ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.
_ამ კონკრეტული ბიომრავალფეროვნების კვლევის ფარგლებსი მოხდება წყლის და ნახევრად წყლის სახეობების, ძუძუმწოვრების, ფრინველების, რეპტილიებისა და ამფიბიების, ღამურების, ფლორის, სოკოების და ტყის საფარის შესწავლა. აგრეთვე იგეგმება კრიტიკული ჰაბიტატის კვლევა _ თქვა უცხოელმა ექსპერტმა.
გაზეთ „ალიონის“ კითხვაზე, რამდენად ითვალისწინებს მათი კვლევა მდინარის ეკოსისტემის, წყლის და წყალთან დაკავშირებული ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად 12 %-იანი ხარჯის საკმარისობის შესწავლას, როცა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ეკოსისტემის შესანარჩუნებლად 30 პროცენტიც კია გათვალისწინებული, ნიკოლა ფოლკსმა უპასუხაა, რომ საქართველოს პირობებში, მცირე ჰესები მდინარიას აუზში არც თუ იშვიათად ეკოლოგიურ ხარჯისათვის, წყლის 5 პროცენტს ტოვებენ მდინარის აუზში. ჩვენ მათ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მდინარის აუზში წყლის 10 პროცენტი მაინც უნდა დარჩეს.
მანვე განაცხადა, რომ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში მცირე ჰესები დაცული ტერიტორიების ფარგლებშიც კი შენდება, რათა მათ იქ ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნან.
საინტერესო და კრიტიკული კითხვები დასვეს საიას ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია ბერიძემ, „ფენიქსი 2009“-ის წარმომადგენელმა ენრი მამინაშვილმა და სხვებმა.
პროექტის მენეჯერის გიგლა სიხარულიძის მიერ გაჟღერებულ , რომ ჰესის სათავე ბახმაროში კი არა, ბახვისწყლისა და ბაისურას შესართავში გაკეთდება, თამაზ ტრაპაიძემ უპასუხა, რომ ბახმარო არის ბახვისწყლისა და ბაისურას შესართავი, მზის ჩასავალი გორა, შედრეკილის მთრა, ფაფარა და საყორნიაც, ბახმაროა.
(ვრცელ ინტერვიუს კომპანია „სი-სი-ი-ეიჩი VI“-ის გენერალურ დირექტორ მიხეილ ნიბლაძესთან გაზეთ „ალიონის“ ორშაბათის ნომერში შემოგთავაზებთ)
მსგავსი სტატიები
- 83დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 73სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 73ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 73გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 72"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…