კომპანია CCEH Hydro VI-ის პროექტის, „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მმართველობის გუნდი, ტექნიკურ ჯგუფთან ერთად განაგრძობს შეხვედრების სერიას დაინტერესებულ ჯგუფებთან. ამჯერად კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები პროექტის განხორციელების არეალთან მიმდებარე სოფლების, მთისპირის, ოქროსქედის, უკანავას და ვანისქედის მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კერძოდ, ოზურგეთის მერის წარმომადგენელი მთისპირის ადმინისტრაციულ ერთეულში, მაია ჩავლეშვილი და ოზურგეთის მერის წარმომადგენლის თანაშემწე მთისპირის თემში,  რომან ვანაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრების ფორმატში კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა დავით მიქელაძემ მოსახლეობას „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი წარუდგინა და აუხსნა გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები. პროექტის მენეჯერის მოადგილემ, ვალერი ხაჩიძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის ადგილმდებარეობა და მისი ტექნიკური მონაცემები.

ყველა შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მოსახლეობამ, ამომწურავი პასუხები მიიღო ყველა არსებულ კითხვაზე და ასევე, გაიმართა განხილვა იმ სოციალური საჭიროებებისა, რომელიც სოფლის მოსახლეობას გააჩნია.

_„კომპანიის კეთილი ნებაა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საკუთარ თავზე აიღოს ადგილობრივი თემისთვის მნიშვნელოვანი, სოციალური პროექტების განხორციელება. ჩვენ დავიწყეთ კომუნიკაცია, ვისმენთ ადილობრივი თემის წარმომადგენლების მოსაზრებებს და იმედი გვაქვს, შევჯერდებით ისეთ მნიშვნელოვან და საჭირო პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც შევძლებთ, პროექტის საერთო ბიუჯეტის გათვალისწინებით. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ფაზაზეც და შემდეგაც, ოპერირების დროს, აპირებს ადგილობრივი კადრების დასაქმებას. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სასიკეთო ცვლილებების მოტანა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე საპროექტო არეალის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებისთვის“ _ განაცხადა, პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ.

შეხვედრები უშუალოდ სოფლებში კოვიდ ვითარების რეგულაციების გათვალისწინებით და სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ იმართებოდა. კომპანიის წარმომადგენლები საერთო ჯამში 100 – მდე ადამიანს შეხვდნენ.

მსგავსი სტატიები

  • 78
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    ,,წაიღე ჩემი სევდა!“დღევანდელი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობრივი ექსტრემიზმი. ჩვენს ირგვლივ გარემო წალეკა ფემიციდის, სიუციდის, ჰომოფობიის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფრუსტრირება და სოციალური დაუკმაყოფილებლობა მიგვაჩნია. ჩნდება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს კი თავის მხრივ ზრდის აგრესიის განხორციელების ალბათობას. ჩვენში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იმატა მოლოდინებისადმი…
  • 67
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 66
    ნამახვანჰესზე მომუშვე ორგანიზაციების განცხადებასოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
  • 66
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…

არ გამოტოვოთ