დღეს, ქ.ოზურგეთში, ოზურგეთის  # 60 საოლქო-საარჩევნო კომისიაში სტუმრად იმყოფებოდნენსაქართველოს  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,  გიორგი კალანდარიშვილი, მოადგილეები, გიორგი სიორიძე, გიორგი შარაბიძე  და ასევე კომისიის წევრები.

გიორგი კალანდარიშვილი  საოლქო კომისიის წევრებს ესაუბრა  რეგიონებში მოძრაობის უმთავრეს მიზანზე _ მისი თქმით,   ეს არის ადგილზე მჭიდრო კომუნიკაცია სააოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან.

_გვსურს, ადგილზე დავადგინოთ   რეალური გამოწვევები, ვისაუბროთ პირისპირ და არა ონლაინ რეჟიმში. ჩვენ  გვაქვს ახალი სლოგანი: „ერთად ვატარებთ არჩევნებს“. გვსურს დავეხმაროთ  ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, რომ  უფრო ეფექტური  გახდეს საქმიანობა _განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დროს ისაუბრა სიახლეებზე _ კონკრეტული ცვლილებების შესახებ, რომ  კომისიის წევრთა რაოდენობა , 12 წევრიდან 17 წევრამდე გაიზარდა. რსაარჩევნო კომისია სრულიად მზად დახვდეს ამომრჩეველს და ჩატარდეს  დემოკრატიული არჩევნები.

გიორგი კალანდარიშვილმა პასუხი გასცა კომისიის წევრ ბადრი აბუსერიძის კითხვას_იქნება თუ არა კოვიდუბნები.

_ ეს ფაქტი სერიოზულ სირთულეს ქმნის. ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებზე  ათი მილიონი  ბიულეტენი იბეჭდება, ანუ ყველაზე მეტი.     ჩვენ უნდა გადავთვალოთ , ვინ იქნება არჩევნებზე, ხომ არ შეიქმნება ასე ხმის ფარულობას საფრთხე. ამაზე უნდა ვიფიქროთ_ უპასუხა ცეესკოს თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე დასვეს კითხვები, როგორ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში,  მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, კლინიკებში  მყოფი პაციენტები.  თუმცა ეს ჯერ დაზუსტებული  არ  არის და უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს.

ცეესკოს მიერ დანერგილ სიახლეებზე _კერძოდ ელექტრონულ კენჭისყრაზე, რაც წელს თბილისში, კრწანისის სააარჩევნო ოლქში გაიმართება, ცეესკო თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ ისაუბრა. მანვე სხვადასხვა პარტიებიდან დანიშნულ კომისიის წევრების ურთიერთობებზე ისაუბრა.

_მთავარი ადამიანური ურთიერთობებია. იგი უნდა იყოს იმ ჩარჩოებში, რაც წესიერ ადამიანებს ეკადრება_თქვა გიორგი სიორიძემ.

გამოითქვა მოსაზრება აგრეთვე  იმის თაობაზე, რომ ახლანდელი საოლქო საარჩევნო კომიისიის შენობაში  არსებული ფართი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.  აქ ვერ დაეტევა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში თავმოყრილი კონტიგენტი, საერთაშორისო დამკვირვებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები,  ამიტომ გადაწყვეტილება მიღებული  აქვთ, რომ არჩევნების პერიოდში საარჩევნო კომისიამ სამუშაოდ გადაინაცვლოს ოზურგეთის  სპორტის სასახლეში.

 

მსგავსი სტატიები