„ლანჩხუთი პლუსი“  ოთხმოცდაათიან  წლებში დაიბადა ლანჩხუთში და  თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა
ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვი­დ­ობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთ­ევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წე­რილი  სათაურით: „გამომშვიდ­ო­ბება ერთგულ მკითხველთან!“
„აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ, რომ დღემდე კითხულობთ ჩემს გაზ­ეთს, რომელიც, არ დაგიმალავთ და ამ ბოლო დროს თვითონაც არ მაკმაყოფილებს.
აქვე ვეცდები განგიმარტოთ რატომ?
პირველ რიგში უნდა მოგა­ხსენოთ, რომ ეს გადაწყვეტილება უცებ არ მიგვიღია მე და ჩემს მეუღლეს, რომელიც 50 წელზე მეტია „უძლებს“ ჩემს რთულ პროფესიას და ბოლო 23 წელია პირადად უძღვება გაზეთ „ლანჩხუთი PLUS-ის მენეჯმე­ნ­ტს“_  წერს გაზეთის მთავარი რედაქტორი  და მისი დამაარსებელი, ქეთევან ნაკაშიძე, ძველი თაობის  ჟურნალისტი და მიგ­ნებული კალამის მქონე ავტ­ო­რი, რომელმაც არა ერთ ახალბედა ჟურნალისტს გაუღო რედა­ქციის კარი და თავის­უფალი სიტყვის არს და ხიბლს აზიარა.  ჩემოთვლა გამიჭირ­დე­ბა ალბათ რამდენმა ახა­ლბედამ გა­იარა ,,ქე­თე­ვანის სკოლა“, ახლა რომ რიგრიგობით გულ­დ­ა­წყ­ვეტილი პოს­ტავენ სო­­ცი­ალურ ქსელ­ში.  „ლა­­ნ­ჩხ­უთი პლუსი“  შუა ოთ­ხ­მ­ოცდაათიან  წლე­­­­ბში და­­­­­ი­­ბადა ლა­ნ­ჩხ­უ­თში და  თა­­ვისუფალი სიტყვის „ოაზისი“  გახდა,  საბჭ­ო­თა ტოტალიტარიზ­მის სა­მყაროდან ახლად გამოსული საქართველოს  ერ­­­თი პატარა რაიონის მოსახლეობისათვის, მაშინ ჯერ კიდევ ბევრმა არ იცოდა განსხვავებული აზ­­რის არსებობის შესა­ხებ, დიდი იყო შიში და კრძალვა.  ოთხმოცდა­ათ­ი­ანი წლების უშუქო ცივ დღეებში არა ერთ დაბრ­კოლებას გაუძლო გაზ­ეთმა, რომ ეარსება. ამ პერიოდის ერთი პატა­რა ამბავი თავა­დაც მინდა გავიხსენო: ოთხ­მოც­­დ­ა­ათ­იანი წლე­­­­ბი იდგა ლანჩხ­უთ­ის ჩაბნ­ელე­ბულ სადგუ­რში დი­­ლის ხუთ საათზე შემო­რახ­რახდა თბილ­ის­ის მატა­რე­ბელი, გაზე­თი მოვიდაო და­იძახა გამცილებელმა და თეთრქაღა­ლ­დ­შემოხ­ვე­ული ფუ­თა, რომლის გამოწ­ეულ ყუ­რზე ეწერა „ლა­ნჩხუთი პლუ­სი“ წინ გამოიტანა  და ჩა­ს­­ას­ვლელ კა­რთან დადო,  ახალ­გამო­ღვი­ძ­ე­ბული შე­ცი­ებ­ული მგზა­ვრები აჩოჩქო­ლდნენ, ყველამ გასას­ვლელისკენ გაიხედა, თით­ქოს რაღაც უცნაური ნივთი იდო ამ შეკვრაში, გავიფიქრე: ნეტა ვინღა კითხულობს ამ დაქ­ცეულ დრო­ში გაზეთს? მერე კარი გაიღო და ეს ფუთა მაღალ კაცს გა­დასცეს, ეს კაცი გახ­ლდათ ჯე­ირან ნაკაშიძე გა­ზეთის მა­მასახლისი, მენეჯმენტის ხე­ლმძღვანელი, მოგ­ვია­ნებით და სრულიად შე­მთხვე­ვით თავად აღ­მო­ვჩნდი ამ გაზეთის თა­ნა­მ­შრომელი    და მუდამ ტკ­ბილ მო­გონებებად დამ­რჩება იქ გატარებული 11 წელი, განსა­კუთრებული იყო რუ­ბრი­კები, რომლებიც ეხებოდა რაიონის გამ­ოჩენილ ადამიანებს, პედაგოგებს, ექიმებს, სახელო­ვნებო დარგების  წარმო­მა­დგენლებს, უბრა­ლო ადა­მიანებს, რომელთა ჩამოთვ­ლაც ალ­ბათ გამი­ჭირ­დება, ვაი თუ ვინმე გამომრჩეს.  დიდი სიყვარ­ულით მინდა გავიხსენო რუბრიკა „ხა­ლ­­ხური რე­წვის ოსტატები,“ რომელიც ყველაზე ძალიან მომწონდა.
შეუძლებელია არ გა­იხს­ენო  გაზეთის გამომშვები რედაქტორი ლევან შა­ლი­კა­შვილი, მათთან მუ­შაობის ის დაუვიწყარი წლები, როცა წერილი იქვე, ხუმრობა-ხუმრობაში ცხ­­ვებოდა,  როგორ ხმა­­­­ლამ­ოღ­ებ­ული იც­ავდა ქა­რ­თული ენ­ის სიწმინდეს, ვინმეს რომ არ გაებედა და რაიმე ის­ეთი არ ჩა­ეწერა გაზე­თში. არასოდეს არა­ფ­ერი გამოეპარებოდა პატარა ნაეშმა­კარიც კი, საპასუხო ხუმრობა ყო­ველთვის მზად ჰქონდა: აი, რა დაგიწერია, ეტყობა კაი გამო­ძინებული არ ხარ. ან კიდევ _ წუხანდელ სიზმარს კი ნუ და­წერ, რაც მოხდა ის გვი­თხარი, კაი, კაი  ჯანდაბას მოყევი მაი სიზმარი და  მერე ინფორმაცია დაწერე სინამდვი­ლეში რაც მოხდა და ა.შ.
დღეს კი ადგილობრივი საზოგადოება იგებს, რომ გაზეთი დაიხურა და უამრავი პოსტია მიძღვნილი სოციალურ ქსელში, საერთოდ რომ  არ იცნობდე „ლანჩხუთი პლუსს“ მაინც ვერ აუვლიდი გვერდს პლუსელთა მოგონებებს. რაც მთავარია, ამ გაზეთმა შეკრიბა ადამიანები, რომელთა წერილები სხვადასხვა პერიოდში ავსებდნენ მის გვედებს და ასახავდნენ იმ მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც აგერ უკვე ოცდამეექვსე წელია თვალსა და ხელს შუა გა­ირბინა. მენეჯმენტი, გათვლა და ის  ღი­­რებულებები, რომელსაც გაზ­ეთის მთავარი რედაქტორი ყოვ­ელთვის უფრთხილ­დებოდა, ხში­რად არ ემთხვევა ერთ­მა­ნეთს. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ვერცხლი სჯობია ოქროს. ბიზნესი ასე­თია, ღირებულებები კი სულ სხვა, თუმცა დრო და გარემოება ბევრს რამეს გან­საზღვრავს. იმ სიყვარულს, რაც ამ გეზეთმა სა­ზოგადოებაში და­იმსახურა, ალ­ბათ ვერაფერი გა­დაწონის.
მაია კუკულაძე

„ჰო და არა“

მსგავსი სტატიები

  • 100
    ბიჭებო სად ხართ,... ანუ, როცა შაშვები ღამით იწყებენ გალობას?ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი,  მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
  • 100
    „ვიჭაჭებოდით და ბოლო ხმაზე ვყვიროდით, ლამპარი, ალური კუდიანებსა.. ლამპარიიიიიი“ცნობილი მებაღე-დეკორატორი, ასკანელი ზურაბ შევარდნაძე ასე იგონებს „ლამპრობის“ ტრადიციას: _ ორი თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძალიან ველოდებოდით. ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ლამპრობას, ჟირჟღილობას ვეძახით. ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ღჯას კანს გააცლიდა და ნავთით გაჟღენთილ ნაგულებს…
  • 100
    ძუძუმწოვრების ლაყე კვერცხებიდან წიწილები არ იჩეკებათემურ მარშანიშვილი მგონი, წარსულს ჩაბარდა, ქართველ კაცს შემოდგომის დადგომა რომ უხაროდა. აფრასიონი რომ აფრასიონია, მატრონას პატრონი, უბედური აფრასიონი, ისიც კი ყოველ შემოდგომაზე წიწილების დათვლის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდა. ახლა წიწილების მაგიერ ხმები უნდა ითვალო მთელი ღვინობისთვის განმავლობაში და იმაზე უნდა იმტვრიო თავი, ვინ ვის აძლევს, სად და როდის?.. ხმებს ვგულისხმობ, რასაკვირველია,…
  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 93
    „მსურს განმარტება გავაკეთო თუ რატომ მოვაწერე ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას“შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვა და გუშინ პეტიციას  „თავისუფლება მიშას“  ხელი მოაწერა, ოდნავ მოგვიანებით კი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე  შემდეგი ახსნა-განმარტება გააკეთა: „ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს,ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას,მსურს განმარტება გავაკეთო თუ რატომ მოვაწერე ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის…

არ გამოტოვოთ