წინასწარი მონაცემებით ხმების დათვლა ბევრ უბანზე დასრულდა. ოზურგეთის მერობის კანდიდატებს შორის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“წარმომადგენელი ავთანდილ თალაკვაძე ლიდერობს.
ოლქში შეტანილი ოქმების მიხედვით თალაკვაძემ გაიმარჯვა ##03,06, 09, 10,12, 14, 15,16,18,19,20,22,26,27, 28,32,36,37,40, 42, 45,46,47,50,51,53,54, 56, 57,58 საარჩევნო უბნებში. კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა #58 ნარუჯის საარჩევნო უბანზე. ასევე, სხვა ინფორმაციით მან მოიგო ხვარბეთის, ციხისფერდის, მზიანის, სილაურის, ლიხაური I საარჩევნო უბნები.
ხმების დათვლა დიდ უბნებზე ამ დროისთვის გრძელდება.
მსგავსი სტატიები
- 35_მადლობა ნდობისთვის ოზურგეთს! _ასე ეხმიანება ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვებას, მისი ძმა _საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. ცეესკოს ვებ.გვერდზე ატვირთული ინფორმაციით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა 19 033, ანუ ხმების 55,409% მიიღო, ხოლო მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 15 317 ხმა, ანუ ხმების 44,91 %. 63 საარჩევნო უბნიდან ავთანდილ…
- 34წინასწარი მონაცემებით სოფელ მთისპირის საარჩევნო უბანში ოზურგეთის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ავთანდილ თალაკვაძემ გაიმარჯვა. საარჩევნო უბანში მისული 486 ამომრჩეველიდან 260 ხმა - ავთანდილ თალაკვაძეს მისცა, 219 ხმა კი მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მიიღო. 7 ბიულეტენი ბათილი იყო.
- 33ცესკოს თავმჯდომარემ 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა. „დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ დღეს, პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტექნოლოგიების გამოყენება წარმატებით განხორციელდა. ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი…
- 32ამ წუთებში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ოზურგეთში, ადგილობრივი თვითმმართველობიის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე დაწინაურდა. _ოზურგეთში დათვლილია 55 უბანი, საიდანაც ხმების 56,3 პროცენტი ავთანდილ თალაკვაძემ მიიღო.
- 30ოზურგეთში რომ უცხოელი ჩამოვიდეს და ქალაქს თვალი გადაავლოს, ქუჩებში იმდენი საარჩევნო გარე რეკლამაა შემორჩენილი, იფიქრებს, რომ გურულების სათავო ქალაქი საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, არადა, რამდენიმე დღეში 8 თვე გახდება, რაც ეს არჩევნები ჩატარდა. თავიანთი მასშტაბურობით განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის გულის გულში, სახელად პსპ-ს ¬და გამოსაყენებლად სხვათა შენობაზე განთავსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო…