![↪](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t48/1/16/21aa.png)
ვითამაშოთ კალათბურთი – ამ სლოგანით საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სპეციალურ პროგრამას ახორციელებს.პროგრამა რეგიონებში კალათბურთის განვითარებას და პოპულარიზაციას ემსახურება.
![↪](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t48/1/16/21aa.png)
დღეს ამ პროგრამის ეგიდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას, სადაც საკალათბურთო სექცია გახსნის დღიდანვე წარმატებით ფუნქციონირებს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
პაატა გურასპაული, ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდა.
![↪](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t48/1/16/21aa.png)
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ოზურგეთელ კალათბურთელებთან ხელდამშვენებული, საჭირო საკალათბურთო ატრიბუტიკით : ფარებით, ბურთებით, ფორმებით, დაფებით, სათვალეებით, სასტვენებითა თუ მრავალი სხვა ინვენტარით ჩამოვიდა.
![👫](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t38/1/16/1f46b.png)
პროექტი – ვითამაშოთ კალათბურთი, სწორედ რეგიონების ინვენტარით აღჭურვას და ადგილზე საკალათბურთო ცხოვრების გაძლიერებას, სპორტის გამორჩეული სახეობის, კიდევ მეტად პოპულარიზაციას ემსახურება.
![↪](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t48/1/16/21aa.png)
ოზურგეთში სტუმრებს სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გუბერნატორის მოადგილე
ზაზა შოშიტაიშვილი, სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე
ზურაბ დოლიძე, გურიის რეგიონული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა თოიძე, ასევე მწვრთნელები და მთავარი, კალათბურთის სექციაში მოვარჯიშე, წარმატებული გოგო – ბიჭები დახვდნენ და საჩუქრები დიდი სიხარულით მიიღეს.
![🏀](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tb8/1/16/1f3c0.png)
აღნიშნული პროგრამა, როგორც ვთქვით რეგიონული ფედერაციების განვითარებას ემსახურება, რომელიც FIBA ახალგაზრდების განვითარების ფონდთან ერთად, საქართველოს 9 რეგიონში ხორციელდება და მასში 1000 – ზე მეტი ბავშვი და 130 – ზე მეტი მწვრთნელია ჩართული.
![👏](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tfe/1/16/1f44f.png)
დღესვე გურიის ფედერაციის პრეზიდენტს ლაშა თოიძის, ასევე მწვრთნელებს : აზა კოპალიან – მჟავანაძეს, თორნიკე გოგუაძესა და ლერი დარჩიას სიგელები გადაეცათ.
![🔴](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t6e/1/16/1f534.png)
საგულისხმო დეტალი გახლავთ ის, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია რეგიონებში და მათ შორის გურიაში, ოზურგეთში არაერთი რესპუბლიკური შეჯიბრის ორგანიზებას გეგმავს. ასევე იზრუნებს დარბაზის იერსახის, იატაკის განახლებაზე, რაც სპორტსმენებისათვის მნიშვნელოვანი დაპირება იყო.