ავტორი თემურ მარშანიშვილი
გურიაში კვირის პირველ დღეს, თუ ის წარმატებული და სასიამოვნოა, „კაი ორშაბათს“ ეძახიან. სწორედ ასეთი დღე გახლდათ გასული კვირის 15 ნოემბერი, როცა მაყურებელმა მშობლიური თეატრის სცენაზე კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „კრეიცერის სონატა“ იხილა.
უნდა ვაღიარო, რომ ამ ნაწარმოებს დღემდე არ ვიცნობდი. ბარემ, ბოდიშის მოხდით, აქვე იმასაც ვიტყვი, თანამედროვე დრამატურგებს ძალიან ბევრი დასჭირდებათ, რომ გენიალურ ლევ ტოლსტოის მიუახლოვდნენ.
ახლა, რაც შეეხება ლევან წულაძისა და თემო კუპრავას დადგმას, სარეცენზიო სპექტაკლს: დაწყებული, ერთი შეხედვით, წყნარი, მაგრამ რაღაც ტრაგიკულის მოლოდინით დამუხტული ექსპოზიციიდან საოცარ ფინალამდე, უზუსტესი მიზანსცენებით, მოვლენები ისე ვითარდება, რომ უკვე ნანახის დატოვება გენანება და მაინც უნებურად სანახავისკენ, როგორც უფრო უკეთესისკენ, ილტვი და არც სცდები. არ ვიცი, ამას რას ეძახიან, მაგრამ მე ამაში მარჯანიშვილელი დიდი რეჟისორებისთვის დამახასიათებელ ხელწერას ვხედავ.
რასაკვირველია, ცალკე თემაა სპექტაკლში დაკავებული მსახიობები _ მანანა კაზაკოვა, ჯაბა კილაძე, ბესო ბარათაშვილი, ქეთი ცხაკაია, მარიამ ცქიფურიშვილი, რომლებიც სცენაზე თავიანთ გმირებს სახელდახელოდ ძერწავენ და ისეთ პერსონაჟებად აქცევენ, მაყურებელს რომ უჭირს მათთან განშორება. აი, ეს არის პროფესიონალიზმი!
განსაკუთრებულად უნდა გამოვყო ლელა ბებურიშვილი და ნიკა კუჭავა, სხვას ვერაფერს ვიტყვი, ჩემი აზრით, მათი სახით საუკეთესო დუეტი დგას ქართულ სცენაზე.
სცენა ვახსენეთ, ამ სპექტაკლში იგი თავისი დინამიკური, მრავალსახოვანი, სივრცობრივი დეკორაციებით რომ თეატრის ჩარჩოებს გასცხა, ამაში ვერავინ შემედავება; მუსიკა კი, ტრაგიკომედიაზე რომ იშვიათი სიზუსტით მორგებულია, ეს ჩემზე უფრო გემოვნებიანმა მაყურებელმა აღიარა და გამაგონა.
ორიოდე სიტყვა მაყურებელზეც: ექიმებმა რაც არ უნდა მიმტკიცონ, რომ ადამიანი სუნთქვაშეკრული წუთსაც ძლივს ძლებს, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ გატრუნულ, წარმოდგენით მოხიბლულ, მაყურებელს თითქმის მთელი ორი საათის განმავლობაში არ ამოუსუნთქავს. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ამოისუნთქა კი არა, ისეთი აპლოდისმენტი გააჩაღა და ისეთი „ბრავო“ ამოთქვა, განახლებული თეატრის ჭერი საფუძვლიანად გაკეთებული რომ არ ყოფილიყო, ალბათ ჩამოიქცეოდა.
ბრავო! მართლაც, ბრავო!!!
ოზურგეთში მარჯანიშვილელთა ეს დაუვიწყარი გასტროლი შედგა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, ასევე ქართული ჩაის ბრენდ „გურიელის“ მხარდაჭერით.
მსგავსი სტატიები
- 77"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 77საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 76რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 73ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 7128 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…