გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის ცენტრში,  შრომის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, მოსწაvლეებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოძმე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს.. აქციაში მონაწილეობა  50- მდე მოქალაქემ მიიღო.
სოფლის მცხოვრებლებმა, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დაგმეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები და დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები ამ თემაზე.
ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სოფლის ყოფილმა გამგებელმა ჯუმბერ ქურცუამ, სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორმა, რუსუდან ცეცხლაძემ და შრომაში უკრაინიდან გამოთხოვილმა ტომა კამინა-ჩხაიძემ.
ქალბატონმა რუსუდანმა, გაიხსენა ძველად შრომა-უკრაინის ახლო ურთიერთობა და მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას იქ დატრიალებული უბედურების გამო. მანვე გამოთქვა სურვილი უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახის მიღების შესახებ.
ტომა კამინა-ჩხაიძემ შრომელებს უკრაინაში მცხოვრები მისი ნათესავებიდან მადლობა გადაუხადა და სოფელ შრომიდან დააფიქსირა მხარდაჭერა უკრაინელი მეომრებისა და მოქალაქეების მიმართ.
აქციის ბოლოს შრომის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, თამო მექოშვილმა ლექსიც წაიკითხა, რომელიც უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს მიუძღვნა.
შემდეგ აქციის მონაწილეები „მეგობრობის ბაღში“  მეგობრობისდ ძეგლთან მივიდნენ._ინფორმაცია ამის შესახებ სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ტვ. „მეორეს“ დამფუნებელმა ავთუკა ხომერიკმა მოგვაწოდა.

მსგავსი სტატიები

  • 74
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 61
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 60
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 58
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 58
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…

არ გამოტოვოთ