დღეს, საქართველოს სახალხო არტისტს გაბრიელ მდინარაძეს დაბადებიდან 94 წელი შეუსრულდა.
„ალბათ შემთხვევითი არაა, რომ ეს ბიჭი თეატრის საერთაშორისო დღეს დაიბადა. სტუდენტობისას, მშობლების უჩუმრად მიატოვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და თეატრალურში ჩააბარა…
სტუდენტობაშიც გამოირჩეოდა თავის ნიჭიერ კურსელებს შორის…
ოზურგეთში დროებით ჩამოვიდა და მშობლიურ კუთხეს ვეღარ მოშორდა, ანაცვალა ფართო ასპარეზი… თუმცა, პატარა ქალაქშიც მოაგნო სახელმა და დიდებამ… თითქმის ყველა ჯილდოს და ტიტულის მფლობელია.
დღეს 94 შეასრულა. კვლავ ოზურგეთის თეატრშია, სცენაზე.
გილოცავთ ჩვენო გაბო, საკუთარ და თეატრის დღეს საუკეთესო სურვილებით
იუბილარი გაბოს ფოტოთი კი თეატრის საერთაშორისო დღეს გილოცავთ ყველას, თეატრში მომსახურეთ, თეატრის მაყურებელთ. წარმატებები–წერს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
გაბრიელ მდინარაძე 1954 წლიდან ოზურგეთის თეატრის მსახიობია. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: გაიოზი (გ. ბერძენიშვილის “სიყვარულის ძალა”), ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის “ეზოში ავი ძაღლია”), დათიკო (ი. ჭავჭავაძის “გლახის ნაამბობი”), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის “უდანაშაულო დამნაშავენი”), პლატონი (დ. კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი”), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის “რევიზორი”), ექიმი (ნ. დუმბაძე, გ. ლორთქიფანიძე “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”), ჯილბერტო (ვ. ჰიუგოს “მარიამ ტიუდორი”), გაბრიელი (ი. ვაკელის “აპრაკუნე”), ქსანთე (გ. ფიგეირედოს “მელა და ყურძენი”), შილინი (ვ. დარასელის “კიკვიძე”), პორფირე ბიაშვილი (დ. კლდიაშვილის “ქამუშაძის გაჭირვება”) და სხვ.
მსგავსი სტატიები
- 78დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 66გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 66სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 641918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 63სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…