8, 9 მარტს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში დათა თავაძის პიესის „დედაომი“ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი „დედაომი“ დღეს ყველაზე აქტუალურ თემას ეხება. პრემიერა იმითაცაა საყურადღებო, რომ იგი გაიმართება ახალ თეატრალურ ექსპერიმენტულ სივრცეში, ფაქტობრივად, სხვენზე.
პიესის ავტორია დათა თავაძე, რეჟისორი – საბა ასლამაზიშვილი, მხატვარი – თამარ ოხიკიანი, კომპოზიტორი – ვახტანგ გვახარია, ტექნიკური რეჟისორი – გიორგი ბაბილოძე. სპექტაკლში თამაშობენ მსახიობები: თამარ მდინარაძე, ციცი ბუცხრიკიძე, შორენა გვეტაძე,ნიკა ძნელაძე.
რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი სწავლობდა ჯერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამაზე, შემდეგ დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო კურსი დრამის რეჟისურის მიმართულებით, სადაც ამჟამადაც აგრძელებს სწავლას სადოქტორო საფეხურზე. პარალელურად სწავლობს თემურ ჩხეიძის სახელოსნოში. 26 წლის რეჟისორისთვის ოზურგეთის თეატრში დადგმული სპექტაკლი „დედაომი“ რიგით მეთხუთმეტე პრემიერაა. საბა ასლამაზიშვილი არის დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკის“ დამფუძნებელი, რომელიც ახორციელებს პროექტებს საშემსრულებლო ხელოვნებაში. რეჟისორს, რომელიც თავადაც ხშირად ქმნის ექსპერიმენტებს, პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გავესაუბრეთ.
საბა ასლამაზიშვილი: „ – პირველ რიგში, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთის თეატრში იხსნება კიდევ ერთი, ახალი, არასტანდარტული, ექსპერიმენტული სათეატრო სივრცე. ის ფაქტი, რომ სწორედ ჩემი სპექტაკლით იხსნება თეატრში მესამე სივრცე, მახარებს და ჩემთვის მოტივაციის მომცემია. პირობით სცენაზე გათამაშდება თანამედროვე ქართველი დრამატურგის, მსახიობისა და რეჟისორის დათა თავაძის პიესა „დედაომი“, რომელიც შეიქმნა 2008 წლის ომის ინსპირაციით, ამ მოვლენის ნასხლეტებზე, იმპულსებზე, შეგრძნებებზე, სივრცეში, რომელიც არ არის სცენა. შესაბამისად, დარღვეული უნდა იყოს სცენის აკადემიური კანონები. ჩვენ გვიწევს არა შევქმნათ გარკვეული მოცემულობა სცენაზე, არამედ არსებულიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. რაღაცა კეთდება პირიქით, რაც არ ახალია არც მსოფლიოში და არც ჩემს შემოქმედებაში.
ეს პიესა რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, საქართველოში არ დადგმულა. თემა, რომელიც პიესაშია წამოჭრილი ძალიან მგძნობიარეა ქართველებისათვის: – ომი და ოკუპაცია. ამავდროულად, მოთხრობილია ომის დროს ადამიანების მდგომარეობა – როგორ იბრძვიან გადარჩენისათვის, სიცოცხლისათვის, იმისთვის, რომ უბრალოდ გააგრძელონ ცხოვრება. ბევრი ბარიკადია, ბევრი დაბრკოლებაა, მაგრამ მთავარი მოტივაცია არის გადარჩენა; ნაჩვენებია რა ემართება ადამიანს ომის დროს და როგორ ცუდ შედეგებს იწვევს ის ადამიანების ფსიქიკაში.
ჩვენ, ვინც ამ სპექტაკლს ვქმნით, ვიკლვლევთ ახლებურად ჩვენს თავს და ემოციებს.
ლია კილაძე
ოზურგეთის თეატრის პრეს სამსახური
გაზეთ „ალიონის“ ფოტო
მსგავსი სტატიები
- 63რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 59"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 59საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 58ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 5628 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…