ქართულმა მრავალხმიანობამ იტალიელი მსმენელის გული დაიპყო – გალობის უნივერსიტეტის გუნდის მიერ ფესტივალ Antiche Radici-ზე წარმოდგენილმა ნომრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული პოლიფონია მხოლოდ წარსულის ფენომენი კი არა, ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობაა, რომელსაც ახალი თაობა გლობალურ სივრცეში აცოცხლებს. ამ გზით ქართული პოლიფონია იქცევა არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის სიმბოლოდ, არამედ საერთაშორისოდ გაზიარებულ კულტურულ ფასეულობად.

19–21 სექტემბერს გალობის უნივერსიტეტის გუნდი სან პაოლო ალბანესეში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ Antiche Radici 2025-ზე იტალიელი მსმენელის წინაშე წარსდგა.
Antiche Radici მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა, რომლის მიზანი ტრადიციული ეთნომუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. ფესტივალი ქმნის პლატფორმას, სადაც ადგილობრივ კულტურასთან ერთად სტუმარი ქვეყნების უნიკალური ტრადიციები ერთიანდება. სწორედ ამ სივრცეში გაიჟღერა ქართულმა მრავალხმიანობამ, რომელიც გალობის უნივერსიტეტის გუნდმა (ხელმძღვანელები: სერგო ურუშაძე, ანა ლოლაშვილი) წარმოადგინა.
გალობის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისია ახალგაზრდა თაობების ტრადიციული მუსიკის დესპანებად აღზრდაა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობას“, რომლის მხარდაჭერითაც გახდა შესაძლებელი ფესტივალზე გუნდის მონაწილეობა.

მსგავსი სტატიები

  • 57
    კლასიკოსთა დღეავტორი _ ანასტასია ჩერნეცოვა ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო ფესტივალის III დღე  მრავალფეროვანი პროგრამით იყო დახუნძლული. ჯერ ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე მაყურებელმა იხილა  გორის თეატრის დადგმა - „მე მოვალ- სიზმარი”( რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე), რომელიც დაფუძნებულია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიასა და წერილებზე. მეორე წარმოდგენა კი, ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ჩატარდა, კერძოდ -…
  • 56
    ყაზახურად აჟღერებული ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VII დღეს მხოლოდ ერთი სპექტაკლი ვიხილეთ — ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონული დრამისა და ოპერეტის თეატრის მიერ თანამედროვედ აჟღერებული ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ (რეჟისორი — აბაი დაულეთი). მხატვარმა (რომელიც თავად რეჟისორიცაა) შექმნა პირობითი გარემო — ოთხკუთხედად დალაგებულია საბავშვო სათამაშო ჯარისკაცები, იარაღები,…
  • 55
    ანსამბლ „მეგობრობის“ვარსკვლავი გაიხსნებასაქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გურიის რეგიონული ორგანიზაციის რეკომენდაციით ანსამბლ „მეგობრობას“ ვარსკვლავი გაიხსნება.
  • 55
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღეავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V  საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის IV დღეს  ნოდარ დუმბაძის   და დავით კლდიაშვილის მოთხრობების  სცენური ინტერპრეტაციები ვიხილეთ. პირველი სპექტაკლი წარმოადგინა ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის „გუდული ბაბუ და პატარა უჩა“ (რეჟისორი- დიმიტრი ხვთისიაშვილი), ხოლო შემდგომ - „სამანიშვილის დედინაცვალი“ (რეჟისორი- გიორგი კაშია). ჯერ გავემგზავროთ ჩოხატაურის კულტურის სასახლეში, სადაც …
  • 55
    „გურული“_ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის ინსცენირება ოზურგეთის თეატრის სცენაზემალე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში! „გურული“ — ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის ინსცენირება რეჟისორი: ლაშა ონიანი

არ გამოტოვოთ