18, 19 მარტს 19:00 საათზე ოზურგეთის თეატრი მორიგ პრემიერაზე გიწვევთ. პრემიერა გაიმართება მცირე სცენაზე.
,,ფატი” ანუ ფატალური ამბავი ტრაგიკული იუმორით ნიკოლოზ საბაშვილის პიესაა, სპექტაკლის სცენოგრაფიც თავად გახლავთ.
სპექტაკლის რეჟისორისა და მუსიკალური გამფორმებელის თაზო იმნაძის სიტყვებით პიესა საქართველოში პირველად იდგმება, თუმცა უკვე დადგმულია უკრაინაში, სადაც საუკეთესო დრამატურგიის ტიტული ერგო.
თაზო იმნაძე: „ – აქ არის საუკეთესო დრამატურგიული მასალა, ეხება ძალიან აქტუალურ, თეამატურად ყველასთვის ახლობელ პრობლემას, ემიგრაციას. თანამეროვე დრამატურგია, ასეთი ხარისხიანი პიესები ქართულ თეატრში უნდა იდგმებოდეს, რადგან ამის გარეშე ძალიან ძნელია თეატრისა და მაყურებლის ურთიერთობა.
პიესა წარმომედგინა რექტაიმის სახით, აქ გადაწყვეტილია ცოტა სხვანაირად. მოწვევისათვის მადლობელი ვარ ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელობის, ამ თეატრში შარშან მუსიკალურად გავაფორმე ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი „გურიის რესპუბლიკა“, ასე რომ, დასს კარგად ვიცნობდი რაც დამეხმარა მუშაობაში. “
სპექტაკლის კოსტიუმების მხატვარია გია გვიჩია, პერსონაჟებს აცოცხლებენ მსახიობები: მარიკა ასათიანი, ვახტანგ ჩხარტიშვილი, გიორგი დოლიძე, შორენა სიხარულიძე, თეა კეჭაყმაძე, გენადი ნიკოლაშვილი, ზვიად ჯორბენაძე, ანი გოდერძიშვილი.
რას ნიშნავს „ცოტა სხვანაირად გადაწყვეტა“, ამას მაყურებლისათვის სიურპრიზად დავტოვებთ.
თამაზ იმნაძე არის თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა თეატრში განხორციელებული სპექტაკლების რეჟისორი, მუსიკალური გამფორმებელი, აქვს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მსახიობის ოსტატობის პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.
მსგავსი სტატიები
- 48ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 43დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 41ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 38რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 36"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…