დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 14 და 16 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის, რომელიც 16-18 აპრილს ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა. 15 მონაწილეს შორის ჩართული იყო ის მოჭადრაკებიც, რომლებიც ასაკობრივ კატეგორიებში, მუნიციპალიტეტის 2022 წლის ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ. პრაქტიკულად ჩემპიონატმა აბსოლუტური პირველობის სახე მიიღო და მისი მიმდინარეობის და დაფიქსირებული შედეგების მიმართ ინტერესი ბევრად მაღალი გახდა. იგი შვეიცარული სისტემით, შვიდ ტურად, ჩატარდა. გათამაშდა საინტერესო პარტიები, რომლებშიც ახალგაზრდებმა თამაშის ბევრად უფრო მაღალი დონე აჩვენეს, ვიდრე წინა ჩემპიონატებში. რაც შეეხება პროგნოზებს, ამ მხრივ 13 წლის თენგიზ თოიძის გამარჯვებაში ეჭვი არავის შეუტანია.მართლაც, მან პრაქტიკულად ყველა პარტია მოიგო და დამსახურებულად გახდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის აბსოლუტური ჩემპიონი. აქვე უნდა აღინიშნოს მის ღირსეულ საქციელზეც, რომელიც მან ერთერთი პარტიის მსვლელობის დროს შექმნილი ინციდენტის განმუხტვის მიზნით გამოავლინა. ჭაბუკებში ვიცე-ჩემპიონის ტიტული კი ბრწყინვალე შედეგით თამარ ასათიანმა დაისაკუთრა,რომელმაც მხოლოდ ერთი პარტია დათმო, ისიც ჩემპიონ თ. თოიძესთან. ამ ნიჭიერ გოგონას, ყველა მონაცემი აქვს დიდი ჭადრაკი ითამაშოს, მაგრამ მეტ ყურადღებას მაინც სკოლას უთმობს, სადაც განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, აბსოლუტურ ჩათვლაში მესამე ადგილზე ლიხაურელი ანდრია კიკაბიძე გავიდა. მან ეტყობა გაითვალისწინა წინა ჩემპიონატზე მიღებული შენიშვნები და ამჯერად მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა თამაშს და შედეგიც შესაბამისი აჩვენა.. 16 წლამდე გოგონათა შორის ჩემპიონი, უდანაკარგო შედეგით, თამარ ასათიანი გახდა. აქ მეორე ადგილი ლიზი ვასაძემ დაიკავა, ხოლო მისი და ნათია, ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა. 14 წლამდე ასაკის ჭაბუკების ჩათვლაში საუკეთესო შედეგი ერთდროულად სამ მოჭადრაკეს თანაბარი ქულებით აღმოაჩნდა. დამატებითი კრიტერიუმებით ჩემპიონობა ნიკოლოზ ბარამიძემ მოიპოვა. დემეტრე გოგიტიძეს მეორე ადგილი ერგო, ხოლო ლიზი ვასაძეს კი მესამე. ლიზიმ თავისი შედეგით, 14 წლამდე გოგონებში ჩემპიონობაც მოიპოვა. ამავე ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილი მარიამ მახარაძემ დაიკავა. აღნიშვნას იმსახურებს იმ მოჭადრაკეების აღნიშვნას, რომლებიც საპრიზო სამეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მიუხედავად მათი პატარა ასაკისა, კარგი, გააზრებული თამაში აჩვენეს. ესენია ლაზარე ჩხარტიშვილი, ,სანდრო გოგუაძე და აკაკი სიხარულიძე.
ჩემპიონატი საზეიმო ვითარებაში დაიხურა.წარმატებული მოჭადრაკეები დიპლომებით, თასებით და შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვდა.
გურიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ ანდღულაძემ. ახალგაზრდებს გააცნო უახლოესი საჭადრაკო ღონისძიებების შესახებ. მისი ინფორმაციით, აღდგომის მომდევნო კვირაში ჩატარდება ტრადიციული მემორიალური ტურნირი, რომელიც გარდაცვლილ მოჭადრაკეთა ხსოვნას ეძღვნება. ასევე, თვის ბოლო შაბათ-კვირას, ქ.ლანჩხუთში გაიმართება რესპუბლიკური ტურნირი 8,10 და 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის.ზ.ანდღულაძემ რეკომენდაცია მისცა და მოუწოდა ახალგაზრდა მოჭადრაკეებს და მათ მშობლებს, რათა მონაწილეობა მიიღონ მიიღონ მათში.

მსგავსი სტატიები

  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 91
    ანზორ მაჩიტაძის ხსოვნის ტურნირზე გურულების წარმატებასამტრედიაში დასრულდა რესპულიკური საჭადრაკო,ტურნირი,რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და ჭადრაკის ცნობილი მწვრთნელ-მასწავლებლის, ანზორ მაჩიტიძის ხსოვნას ეძღვნება. წელს მასში 190-მოჭადრაკე იყო ჩართული, რომლებიც ქვეყნის 15-მდე მუნიციპალიტეტს და ქალაქს წარმოადგენდა. ტურნირში გურიიდან 20 მოჭადრაკე მონაწილეობდა, რომელთა შორის უმეტესობა ლანჩხუთის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელები ( მწვრთნელები ადამ და ტარიელ ხუხუნაიშვილები) იყვნენ, ხოლო ოზურგეთი სამი…
  • 90
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 90
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 89
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…

არ გამოტოვოთ