დღეს, ქ. ოზურგეთში, ცენტრალურ სტადიონზე მეტად მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა ოზურგეთის „არწივებსა“ და სამხრეთ-ჯავახეთის „ტაოს“ შორის. იმ შემთხვევაში თუკი „არწივები“ 3 ლელოს სხვაობით მოიგებდნენ და ბონუს ქულას მიიღებდნენ, გათამაშების ცხრილში კვლავ მეორე საფეხურზე იქნებოდნენ, ბოლო ტურში „ბორჯომთან“ სავარაუდოდ მოიგებდნენ , ნახევარფინალურ მატჩს თბილისის „ხვამლთან“ ოზურგეთში გამართავდნენ, რაც მეტად მნიშვნელოვანი იყო.
ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე მაყურებელთა სიმრავლე იყო. ისინი აქტიურად გულშემატკივრობდნენ „არწივებს.“
ოზურგეთელებმა შეხვედრის მე-17 წუთზე ბახვა კობახიძის საჯარიმო დარტყმით გახსნეს ანგარიში, რასაც 3 წუთის შემდეგ გიორგი ბეჟანიძის ლელო და ბახვა კომახიძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა _10:0.
რამდენიმე წუთის შემდეგ ოზურგეთელმა ალექსი ტუჩაშვილმა დადო ლელო _15:0 (გარდასახვის რეალიზება ვერ შეძლეს).
35-ე წუთზე „ტაომ“ კარგი იერიში განახორციელა და ლევან ბუცხრკიძემ დადო ლელო 15:5 (გარდასახვა აქაც უზუსტოდ დაარტყეს).
37-ე წუთზე ოზურგეთელმა გივი ცინცაძემ მე-4 ლელო დადო (22:5).
მეორე ტაიმის დასაწყისში ჯასპინ ნაუდუმ კიდევ ერთი ლელო დადო (27:5).
„არწივები“ მეტოქეს სჯაბნიდნენ შერკინებაში, მაგრამ შეცდომებს უშვებდნენ აუტიდან ბურთის შეყვანაში, იყო ჯარიმები…
როგორც ჩანს „ტაოს“ მწვრთნელებმა შესვენებისას მოთამაშეებს ზუსტად გააცნეს „არწივების“ დაცვის სუსტი წერტილები და სიწრაფის და დაცვის შეცდომების წყალობით ზედიზედ 4 ლელო დადეს. (55-ე მე-60 წუთებზე გიგი გიგინეიშვილი 2, 66-ე წუთზე ზურაბ რიჟამაძე, 70-ე გიორგი შპიდინი). გარდასახვები შეასრულეს ოთარ ტალახაძემ, გიგი გიგინეიშვილი_ 3) მატჩის ბოლო წუთებზე „ტაო“ 27:33 უგებდა მასპინძლებს.
შეხვედრის ბოლო წუთზე კახა გაზაშვილის ლელოთი და ბახვა კობახიძის ზუსტი გარდასახვით „არწივები“ წაგებას გადაურჩნენ 34:33 დაამარცხეს მეტოქე.
რა მდგომარეობა ამჯამად პირველ ოთხეულში?
„არმია“ 71 ქულით ლიდერობს გათამაშებას. (მათ ამ ტურში 35:5 დაამარცხეს „ბაგრატი“). თბილის „ხვამლის“ მეტოქე უიმედო აუტსაიდერი თელავის „ჭადარი“ იყო და ხვავრიელი ანგარიშით 99:0 დაამარცხეს მეტოქე, ბონუს ქულის წყალობით ოზურგეთის „არწივებს“ 66 ქულით გაუთანაბრდნენ, თუმცა გარკვეული უპირატესობით გათამაშების ცხრილში მე-2 პოზიციაზე გადავიდნენ.
პატარძეულის „ვეფხვებმა“ გორში „ჯიქს“29:38 სძლიეს და მე-5 პოზიციაზე არიან.
ბოლო ტურში „არმია“ კვლავ გაიძლიერებს პოზიციებს _იგი აუტსაიდერ „ჭადარს“ ხვდება, ხოლო „ტაო“ „ხვამლს“_„ტაოს“ 57 ქულა აქვს და მოგების შემთხვევაშიც კი მე-4 ადგილზე რჩებიან. სავარაუდოდ ისინი ამ მატჩში ძალებს დაზოგავენ და თვის ბოლოს „არმიასთან“ ნახევარფინალური შეხვედრისათვის მოემზადებიან.
7/8 მაისს კი პლეი ოფის ფინალი გაიმართება, რომელიც გამოავლენს ვის ექნება შანსი უმაღლეს ლიგაში დასამკვიდრებლად.
მსგავსი სტატიები
- 73ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 71დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 58გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 58განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი, კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…
- 57სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…