,,ახალგაზრდებს იდეალი სჭირდებათ, ამიტომაც არ უნდა დავივიწყოთ გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ადგილი შრომითა და გონიერებით დაიმკვიდრეს საზოგადოებაში. ჩვენ თუ მათი საქმეებით ვიამაყებთ, სწორება მათზე გაკეთდება.“
მარგარიტ ტეტჩერი.

საქართველო ყოველთვის ამაყობდა და იამაყებს მისი ისტორიული წარსულით. ამის ნათელ დადასტურებას თუნდაც ეს ფოტო წარმოადგენს. გასული საუკუნის მეორე ნახევარში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაწეული თეორიული და პრაქტიკული საქმიანობა მთლიანად მიეძღვნა ქვეყანაში სუბტროპიკული მემცენარეობის (მეჩაიეობა, მეციტრუსეობა და სხვა) არნახულ წარმოებას, რითაც საქართველო მსოფლიო ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მეხუთე მეექვსე ადგილს იკავებდა, ინსტიტუტში მისი დაარსების (1930 წ.) დღიდან მრავალი სახელოვანი ქართველი მეცნიერი აღიზარდა, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ინსტიტუტი თავისი არსებობის 80 წლის მანძილზე წარმოადგენდა ახალგაზრდა მეცნიერ-სპეციალისტების აღზრდის საუკეთესო კერას, ძველსა და ახალგაზრდა თაობას შორის დამკვიდრებული ურთიერთპატივისცემა და სინქრონული თანაარსებობის საუკეთესო მაგალითს.

ეს ფოტოც ამაზე მიუთითებს. იგი გადაღებულია 1967 წლის სექტემბერში, ახალგაზრდა მეცნიერმუშაკთა და ასპირანტთა თეორიული კონფერენციის გამართვის პერიოდში. ფოტოზე ბევრი სახელგანთქმული მეცნიერი და ახალგაზრდა სპეციალისტია გამოტანილი. სამწუხაროდ დღეისათვის მათი უმრავლესობა ცოცხალი არაა, თუმცა მათი მეცნიერული შრომები არსებობას განაგრძობენ.

ნუ დავივიწყებთ წარსულს, პატივი მივაგოთ მათ სულებს. დღევანდელმა თაობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ანასეულის, ამ ისტორიული ადგილმდებარეობის შენარჩუნებისათვის. საქართველო დღეს განსაცდელის წინაშეა და ამ უნიკალურ ადგილას ფუნქციონირებადი სამეცნიერო კვლევითი ცენტრების ხელშეწყობა ქვეყნის ხელისუფლების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა გახდეს.

ზაურ გაბრიჩიძე.

სსმ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: მამია კვირკველია, შოთა გოლიაძე, ანნა სიხარულიძე, ლუსია ტრელიცკაია, ერმილე თავამაიშვილი, სიმონ ფირცხალაიშვილი, მექი ბზიავა, ვახტანგ ჯაყელი, დიმიტრი პატარავა, გივი გაგუა, სილევან მგალობლიშვილი, ვარლამ ჯაში, უჩა ურუშაძე, ქსენია თალაკვაძე.

 

მსგავსი სტატიები

  • 91
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 85
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 85
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 84
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 83
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…