_„ბექა გოგოლაური ძალიან კარგი ტალანტია ფეხბურთში, უყვარს თავისი საქმე და გვიყვარს მთელ გუნდს, კარგად ითამაშა ტურნირებზე, ძალიან კარგი ახალგაზრდაა, აქვს წინსვლა და წარმატებული  ფეხბურთელი უნდა გახდეს“ _ გაზეთ „ალიონთან“ სატელეფონო საუბარში ასე დაახასიათა ოზურგეთელი ბექა გოგოლაური, წარსულში თბილისის „დინამოს“ საუკეთესო მცველმა, დიუსელდორფის ტრიუმფის მონაწილემ, თბილისის 35-ე სკოლის მთავარმა მწვრთნელმა თამაზ კოსტავამ.

ბექა გოგოლაური გოჩა კრასოტკინმა გაგვაცნო. იგი ბებისათან_ადელიკო გოგოლაურთან ერთად გვესტუმრა რედაქციაში.

ბექა გოგოლაური 13 წლისაა. დაამთავრა ქ. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის 8 კლასი. ფეხბურთის თამაში 4 წლის წინ დაიწყო ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსარებელ გაერთიანებასთან არსებულ ბავშვთა სპორტულ სკოლაში მწვრთნელ გოჩა კრასოტკინთან.

ბექა მცველის ამპლუაში გამოდის მოედანზე. თანატოლებთან ერთად იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის U15-წლიანთა ტურნირის გამარჯვებული, მეორეადგილოსანი ლაბუჩას თასზე, თბილისის 35-ე სკოლის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული.

_ შარშან, თბილისში ტურნირის დასრულების შემდეგ, სადაც ბექა გოგოლაური საუკეთესო მცველად დაასახელეს, მისით დაინტერესდნენ სკოლის დირექტორი გოჩა ავსაჯანიშვილი და მთავარი მწვრთნელი თამაზ კოსტავა. სინჯებზე კარგი შედეგი აჩვენა და თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში ჩარიცხეს. იგი ოზურგეთში მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, აქ კი  ამპლუა შეუცვალეს და შუა უკანა მცველია _გვითხრა გოჩა კრასოტკინმა.

_ ძალიან მიყვარს ჩემი  #2სკოლა, ის გუნდი, რომელშიც მე ოზურგეთში ვთამაშობდი, მაგრამ ჩემთვის დიდი პატივია თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის მაისურით ვითამაშო. ძალიან თბილი შეხვედრა მქონდა თბილისში, ბატონი თამაზ კოსტავა და ასევე მწვრთნელი აკაკი კრასოტკინი ყურადღებას არ მაკლებენ. უფასოდ ჩამრიცხეს, ვიცხოვრებ საფეხბურთო სკოლის სასტუმროში, ჩვეულებრივად გავაგრძელებ სწავლას სკოლაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პირველ მწვრთნელს გოჩა კრასოტკის და ყველა პედაგოგს ჩემზე ამაგისათვის. _ ამბობს ბექა გოგოლაური.

როგორც მან გვითხრა, უნდა წარმატებული ფეხბურთელი იყოს და სკოლის დამთავრების შემდეგ სპორტის აკადემიაში აპირებს ჩაბარებას, მწვრთნელი უნდა გახდეს.

_ბექას ძალიან უყვარს ფეხბურთი. წელს სექტემბერში 14 წლის ხდება. თბილისში მის გვერდით ვიქნები. ხელს შევუწყობ, რომ კარგად ისწავლოს და კარგი ფეხბურთელი გახდეს _გვითხრა ადელიკო გოგოლაურმა.

წარმატებები ბექას!

 

მსგავსი სტატიები

  • 61
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 49
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 47
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 47
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 47
    საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა.საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნების მიხედვით: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და…