„მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა არის მობილიზებული, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირის მიერ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს აქვს დამატებით მოტივაცია, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შეასრულოს ყველა პირობა.
„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების შეფასებები, მათი დაპირება, მათი განაცხადი, რომ როგორც კი ჩვენ შევასრულებთ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს, მაშინვე მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
ეს ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირის მიერ.
ჩვენ ამისთვის ვართ მზად. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა არის მობილიზებული, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირი მიერ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, _განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სტატიები
- 32„საქართველოში ჩატარებული შიდა რეფორმების შედარება უკრაინასთან და მოლდოვასთან შეუძლებელია, მიუხედავად ამისა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მისცეს, საქართველოს კი არ მისცეს. ჩემი აზრით, საქართველო მეტად იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა. ინფორმაციას apsadgil.info ავრცელებს. ღვინჯიამ ამის…
- 30„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან მიდის – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გააკეთა განცხადება. როგორც ვაშაძე წერს, მისთვის მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა, რაც „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს- ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოPIA.GE ავრცელებს. _„მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ…