28 აგვისტოს, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აჭარა-გურიის ალპური ზონის ისტორიულ გზასაყარზე, ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ გაიმართა.

ადგილობრივებმა ამ ტერიტორიას ჯვარიმინდორი უწოდეს იმ ჯვრის პატივსაცემად, რომელიც მე-18 საუკუნეში აჭარელმა ღვთისმსახურებმა დამპყრობლებისგან  გადამალეს და იხსნეს.

2012 წლიდან ყოველ 28 აგვისტოს, ღვთისმშობელი მარიამის მიძინების დღეს, ეწყობა  სახალხო დღესასწაული ,,ჯვარიმინდორობა“. ფესტივალზე იმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების შოუ, წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეწყობა ხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები.

რამდენჯერმე ჯვარიმინდორის დღესასწაულზე უამრავ ქართველ და უცხოელ სტუმრებს თავისი ხელოვნება აჩვენა ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულმა ცნობილმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „იადონმა“ (ხელმძღვანელი ბიძინა მჟავია).

ამჯერად ფესტივალი ანსამბლ „ჭვანას“ სიმღერით „შემოქმედის ეკლესია“ გაიხსნა.

ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ.

ფესტივალი კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც უხუცესთა ანსამბლი ,,ფესვები”,ანსამბლი „მარეთი“,ფოლკლორული ანსამბლი ,,ნაი“,ანსამბლი „ჭვანა“, შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის ბენდი და მოწვეული მომღერალი სოფო ბედია მონაწილეობდნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტისა და ჭვანის ხეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შვიდ მოქალაქეს „საპატიო ჭვანელის“ წოდება მიენიჭა.

გაზეთ „ალიონთან“საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ 2012 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „საზოგადოება ჭვანელის“ ინიციატივით დაფუძნდა. მისი მიზანია ადგილობრივი კულტურისა და ფოლკლორის, ასევე სამთო ტურიზმის პოპულარიზაცია და განვითარება.

(უფრო ვრცლად იხილეთ გაზეთ „ალიონის“ 31 აგვისტოს ნომერში).

მსგავსი სტატიები

  • 94
    თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართათაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
  • 93
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 93
    შობა-კალანდა გურიაში(გაგრძელება. დასაწყისი იხ.  https://alion.ge/2025/12/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99/)                                            კალანდა გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და მას თოფების გასროლით ხვდებიან., სიტყვა  კალანდა ლათინური სიტყვა კალანდედან  წარმოდგება და თვის პირველ რიცხვს ნიშავს. კალანდის შესახვედრად აუცილებელი…
  • 93
    გადადგომების დიდი ტალღა კულტურის სამინისტროშიგაზეთი „ალიონი“ 2026 წელს (#7,#11)წერდა ლევილის ქართულ მამულში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ არ სრულდებოდა საქართველოს მთავრობასთან ლევილის დარბაზში ხელმოწერილი შეთანხმება „ვალდებულებით ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის (ჩუქების) შესახებ“. ტიერი ბერიშვილი თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის პროცესში და, როგორც ფირცხალავებისა და რამიშვილების ოჯახების წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა 2016 წლის…
  • 92
    ისევ ალეგრობის შესახებ„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო  დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო  სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის  მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი  ბევრი კულტურული ღონისძიების  წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ  ისიც, რომ   ოზურგეთის…