საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტად ვასილ ჩიგოგიძესთან, გურიის გუბერნატრორ გიორგი ღურჯუმელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებსა და ტრადიციულ დოღს – „ბახმაროს თასი 2026“-ს დაესწრო, რომელიც ყოველწლიურად ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება.
მამუკა მდინარაძემ მოსახლეობას ფერისცვალება მიულოცა.
_„ფერისცვალებას ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიანს და ვუსურვებ ხანგრძლივ, ბედნიერ ცხოვრებას. ასევე, განსაკუთრებით ვულოცავ გურულებს, რომლებსაც ეს დღე, მათ შორის, ასეთი ღონისძიებებით, პოზიტიურად აქვთ წარმოჩენილი. დაძაბული ჭიდილი იყო, ვულოცავ გამარჯვებულებს. ყველამ ერთად ვნახეთ, როგორი ემოციებით იღებენ ისინი ამ ყველაფერს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა ბახმაროს ფერისცვალების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა.
დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, სადაც მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს.
ბახმაროში სადღესასწაულო აქტივობები დღის ბოლომდე გაგრძელდა და საზეიმო კონცერტით დასრულდება.

მსგავსი სტატიები
- 70
გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის… - 68
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 67
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის… - 66
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა… - 66
ოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …