მოქალაქეებისთვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება სრულდება!
გურიაში მასშტაბური სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებში 29 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა!
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი გამოაცხადა: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯიხანჯირი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, მოედანი, ხორეთი, კოკათი, ნინოშვილი, ყელა, ხაჯალია, ნიგვზიანი, არჩეული, ჩანჩეთი, ჯურუყვეთი, ეწერი, ბაღლეფი, გულიანი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გოგიეთი, ჯუმათი, ძირიჯუმათი, ბოგილი, იანეთი, დვაბზუს ნასაკირალი, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩომეთი, კალაგონი, მამულარი.
მსგავსი სტატიები
- 31ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…