დღეს, ოზურეთის სახელმწიფო თეატრში პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გამოცემული გაზეთ „ივერიის“ 1886-1887 წლების კრებულების წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია. მან გაზეთ „ივერიის“ დაარსების ისტორიაზე ილაპარაკა და პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღნიშნულ პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.
პროექტი „გიგანტური წიგნები“ გაზეთ „ივერიის“ ნომრების სრულად აღდგენას, გაციფრებასა და ორიგინალის ზომითა და ფორმით წლიურ კომპლექტებად დაბეჭდვას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის სხვა ქართული პერიოდული გამოცემების „გიგანტური“ ასლების დაბეჭდვაც იგეგმება.
პროექტი მიზნად ისახავს ერთი მხრივ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული დედნების გადარჩენას, მეორე მხრივ კი უნიკალური მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გაადვილებას. „ივერიის“ კრებულები ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადაეცემა.
დარბაზში შეკრებილ საზოგადოების წინაშე სიტყვებით გამოვიდნენ: პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ნოდარ დუგლაძე; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი პაატა კუნჭულია; ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ვასილ ჩიგოგიძე.
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა,ასოცირებული პროფესორმა მარინა ჩხარტიშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა რომ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნებს გადასცემს ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას.
სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია თავართქილაძემ.
როგორც გაზეთ „ალიონთან“ საუბარში ნოდარ დუგლაძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში გაზეთ „ივერიის“ 1986-1987 წლების კომპლექტები უკვე გადასცეს საქართველოს მუნიციპალიტეტეტების 35 ბიბლიოთეკას. ასევე გეგმავენ გურიის რეგიონში გასული საუკუნის 10-იანი წლების მეორე ნახევარში გამომავალი „გურიის ერობის მოამბის“„გურიის ხმის“და სხვა ხელმისწვდომი გამოცემების ასლების ბეჭდვას.
დღესვე კონსტანტინე გამსახურდია და სხვა სტუმრები ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლას ეწვივნენ და წიგნები გადასცეს.

მსგავსი სტატიები

  • 74
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 74
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობსსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…
  • 71
    ამბავი ადამიანურ ურთიერთობებზე  ბახვი ჰესის პროექტი დასრულების ფაზაშია. 2021 წლიდან დღემდე ბევრი აკვირდება მის განვითარებას. წარმატების ისტორია, რომელსაც ამ პროექტის გუნდი ქმნის, საინტერესოა და აუცილებლად გასაზიარებელი. პროექტის განხორციელების მანძილზე ბევრი გამოწვევა იყო და ბევრი გამარჯვებაც. წარმოგიდგენთინტერვიუს ბახვი ჰესის დირექტორტან, გიორგი აბრამიშვილთან. ბატონო გიორგი,როდესაც პროექტის დაწყებას იხსენებთ, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა იდეის…
  • 71
    სიყვარული, რომელიც გვათბობსრუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“   წარმოგიდგენთ  ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო.  ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც…
  • 71
    „პარვუს ჯგუფის“ თანამშრომლებმა შემოქმედის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცესკამპანია - „აჩუქე წიგნი“ 1995 წელს UNESCO-მ დააფუძნა და ის საქართველოში კომპანია „ბიბლუსის“ და გიორგი კეკელიძის ინიციატივით 2019 წლიდან აღინიშნება. წლების განმავლობაში ეს კამპანიასაქართველოში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელსაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი და კომპანია უერთდება, ვინაიდან ეს ინიციატივა მნიშვნლოვნად უწყობს ხელს წიგნიერების პოპულარიზაციასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.…