ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ მიზანიმართულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომლის სამიზნე მათ შორის აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც გახდა და მივიჩნევთ, რომ ამ კამპანიის ამოცანა ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების დაზიანება და ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივის შეფერხებაა.
2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინას თავს დაესხა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის განწყობებისგან საწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყეს. ყოველთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სასტიკ ომზე საუბრისას, პასუხისმგებლობას ანაწილებდნენ უკრაინის ხელისუფლებაზე, რომელმაც თითქოს თავიდან არ აიცილა ეს კონფლიქტი, ხოლო საზოგადოებაში ნერგავდნენ სკეპტიციზმს ევროპის სახელმწფოებისა და აშშ-ს მიერ უკრაინის მხარდამჭერ და რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ზომებთან, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით.
მოგვიანებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მოთხოვნის ფორმალურად დაყენების პარლელურად, რომელი მოთხოვნის დაყენებაც შექმნილმა საერთაშორისო პოლიტიკურმა მდგომარეობამ აიძულა საქართველოს ხელისუფლებას, ეს კამპანია კიდევ უფრო ღია და აგრესიული გახდა.
ხელისუფლებამ დაიწყო შეთქმულების თეორიის ჩამოყალიბება და საზოგადოებაში გავრცელება, თითქოს დასავლეთი საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას მოითხოვს, რასაც საქართველოს ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი უმკლავდებიან და ამით იცავენ ქართველ ხალხს რუსული სამხედრო აგრესიისგან. ამ მიზანმიმართული პროპაგანდის მიზანს ერთი მხრივ, საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების ფაქტის გაუბრალოება, საზოგადოების გულისწყრომის ომის შიშით დათრგუნვა, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის მიერ დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის საპირისპიროდ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის გამართლება და მისი, როგორც საქართველოს მშვიდობის გარანტორის წარმოჩენა წარმოადგენდა.
ამ პროპაგანდამ, რომელიც მსოფლიო შეთქმულებების შესახებ რუსულ პროპაგანდის გადმოქართულებული ვერსიაა, საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილზე საწყის ეტაპზე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა, რისი დასტურიც კვლევებით დადასტურებული ევროკავშირის მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებიც გახლდათ, თუმცა ხელისუფლება კიდევ უფრო აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და პოლიტიკის გატარებას. ეს ჩვენთვის ცხადი ნიშანია, რომ ხელისუფლება არ აპირებს საქართველოს დემოკრატიზაციის სასარგებლოდ მოქმედებას, ხოლო ოლიგარქიული მმართველობის პირობებში საქართველო კიდევ უფრო დაშორდება დასავლურ ფასეულობებსა და დეომკრატიული მმართველობის იდეას, ისე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.
ხელისუფლების ავტორიტარული ზრახვები და ოლიგარქიული მმართველობა შეუთავსებელია ქართველი ხალხის კონსტიტუციით გამყარებულ მისწრაფებებთან – ვიცხოვროთ დემოკრატიულ რესპუბლიკაში და გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რასაც მხარს აქტიურად უჭერდა და უჭერს ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელიც 3 ათეული წელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების უანგარო მხარდამჭერია. შესაბამისად, ელჩი დეგნანისადმი დაუსაბუთებელი, მიზანმიმართული იერიში, სწორედ ამ ხაზის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების თვალში საქართველოს მთავარი მოკავშირის დემონიზებას, საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიზნით ქართველი ხალხისადმი აშშ-ს მხარდაჭერის შესუსტებას, ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების დაზიანებას და ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივის შეფერხებას.
დემოკრატიის მცველები;
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;
რაჭის სათემო ორგანიზაცია;
გურიის სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“;
არასამთავრობო ორგანიზაცია „მეხუთე ელემენტი“;
ფემინა;
„სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“;
საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“;
საინიციატივო ჯგუფი „არ გადადო“;
ჯიუტიGeut;
კამპანია We stand for U;
ქობულეთის სამოქალაქო საზოგადოება;
სამირა ბაირამოვა, აქტივისტი.
მსგავსი სტატიები
- 100„ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და EU გაწევრიანებისკენ“, – ამბობს აშშ-ის საელჩო თავის განცხადებაში, რომლითაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიური უწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო, მმართველ პარტიას მწვავედ აკრიტიკებს. გთავაზობთ აშშ საელჩოს განცხადებას: „გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის…
- 100საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 93დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 90საზღვარგარეთ, ხშირად გაიგებთ ქართველების პროტესტს, რომ მსოფლიო, საქართველოს, შესაბამისად და იმ საუკეთესო კუთხით არ იცნობს, რომლითაც იმსახურებს. ქართველები ამაში ვადანაშაულებთ ყველას - დაწყებული სახელმწიფოდან, დამთავრებული უცხო ქვეყნის რიგითი მოქალაქით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს. არადა, დამეთანხმებით, საქართველოს, მსოფლიოსთვის მოსაყოლიც ბევრი აქვს და ბევრიც შეუძლია ასწავლოს. თუ უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი…
- 90გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…