გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედია საშუალებით გურიის რეგიონის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ, ფაქტობრივი შეცდომებით გაჯერებულ სიუჟეტს.
გურიის რეგიონში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტზე მომზადებული სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას არა მხოლოდ პროექტის დაწყების თარიღის, არამედ მისი დასრულების ვადების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ფაქტობრივად ანაზღაურებული თანხის და პროექტთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ.
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გურიის რეგიონში 9 სხვადასხვა დაზიანებული საგზაო მონაკვეთის (63 კმ-მდე) რეაბილიტაციის პროექტი არა 2 წლის წინ, არამედ 2021 წლის მაისის ბოლოს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „China Road and Bridge Corporation”-მა დაიწყო.
გზის რეაბილიტაციის პროექტი 7 ლოტად დაიყო და მისი დასრულება, იმთავითვე, ეტაპობრივად 2022 წლის ნოემბერის ბოლომდე განისაზღვრა.
პროექტის ღირებულება, რომელიც 58.5 მილიონ ლარს შეადგენს, ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორ კომპანიას უნაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებული და ზედამხედველი კომპანიის მიერ დადასტურებული სამუშაოს პროპორციულად. დღევანდელი მონაცემებით, 58.5 მილიონი ლარიდან კომპანიას, საავანსო გადახდითა და ფაქტობრივი შესრულებისათვის, მიღებული აქვს მხოლოდ 13.2 მილიონი ლარი. გზის რეაბილიტაციის პროექტის ერთ მონაკვეთზე (ჩოხატაურის ცენტრი) სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოწყობილია გზის საფარი.
სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენის გამო, ერთ მონაკვეთზე კომპანიასთან შეწყვეტილია ხელშეკრულება. ამოქმედებულია საავანსო გადახდისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია და კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანაზღაურებულია 4.8 მილიონი ლარი.
სამ მონაკვეთებზე, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო, კომპანიას ეკისრება ჯარიმები ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემული მომენტისათვის, კომპანიაზე დარიცხული ჯარიმების ჯამური ოდენობა უკვე 1.7 მილიონ ლარს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით, კომპანიას მნიშვნელოვნად გაზრდილი აქვს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ტემპი. თუმცა, სამუშაოების წარმოების პროცესი რჩება მონიტორინგის რეჟიმში და არასაკმარისი პროგრესის შემთხვევაში, მიღებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიუჟეტის ავტორების მტკიცება, რომ თითქოს კომპანიას სახელმწიფომ პროექტის ღირებულების სრული თანხა – 59 მილიონი ლარი, გადასცა, არის ტყუილი. ტყუილია ისიც, რომ სამუშაოები სრულად უნდა დასრულებულიყო გასულ წელს ან მიმდინარე წლის მაისში. არასწორია ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სამშენებლო კომპანია არასდროს დაჯარიმებულა და ა.შ. როდესაც მედია საშუალება სიუჟეტს ამზადებს კომპეტენტურ ორგანოსთან გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე, სამწუხაროდ, ქმნის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მისი მიზანი არა საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, არამედ მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის დისკრედიტაცია და კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ინტერესების გატარებაა. (დ)
მსგავსი სტატიები
- 100გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედია საშუალებით გურიის რეგიონის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ, ფაქტობრივი შეცდომებით გაჯერებულ სიუჟეტს. გურიის რეგიონში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტზე მომზადებული სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას არა მხოლოდ პროექტის დაწყების თარიღის, არამედ მისი დასრულების ვადების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ფაქტობრივად ანაზღაურებული თანხის და პროექტთან დაკავშირებული…
- 70დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 66ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 60"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 58ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…