ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“,   თათია ნიკოლაშვილი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მუდმივმოქმედი წევრი გახდა. იგი გასული თვის ოქტომბრის ბოლოს იმყოფებოდა ქალაქ სტრასბურგში და მონაწილეობა მიიღო კონგრესის მუშაობაში.

კონგრესის მონაწილეებს ევროპის საბჭოს 48 ქვეყნიდან თათია ნიკოლაიშვილმა  სიტყვით მიმართა:

_ „მე ვარ საქართველოდან, ქვეყნიდან, რომლის 20 % ოკუპირებული აქვს რუსეთს, რუსეთს რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა და ახლა ოფიციალურ კიევს, მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს, ქალებს უშენს ბომბებს. ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც რუსეთმა მოუწყო გენოციდი 2008 წელს, დროებით წაართვა ტერიტორიები. მათმა ტერორისტულმა, ეგრედწოდებულმა არმიამ გაანადგურა ჩვენი ხალხი, სოფლები, აგვიწიოკა ოჯახები და ამ წუთებშიც მავთუხლრთებს აბამენ საქართველოს ტერიტორიაზე . ვარ ქვეყნიდან, რომლის ხელისუფლებამ ამ ტერორისტებთან მებრძოლი მთავარსარდალი მიხეილ სააკშვილი ტყვედ აიყვანა პუტინის საამებლად და ციხეში წამებით კლავს ! ვარ ქვეყნიდან, რომელსაც ჰყავს არაფორმალური მმართველი, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ჩვენ, საქართველოს მოქალქეები მხარს ვუჭერთ უკრაინას და ჩვენ არ გვინდა გადაგვყლაპოს უკანასკნელმა იმპერიამ მის მსახურებთან ერთად.

გაიმარჯვებს უკრაინა და ეს ნიშნავს, რომ გაიმარჯვებს ცივილიზებული სამყარო, გაიმარჯვებს ბოროტებაზე და იქნება მშვიდობა. ჩვენ გვინდა ამ მშვიდობიანი, ცივილიზებული, გამარჯვებული სამყაროს, ხალხების ნაწილი ვიყოთ. ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ვართ ევროპელები !!! “_  განაცხადა ნიკოლაშვილმა მის გამოსვლაში.
 ოპოზიციურ პარტიას კონგრესში, თათიასთან ერთად, სენაკის საკრებულოს დეპუტატი, სევდია უგრეხელიძე წარმოადგენს.

მსგავსი სტატიები

  • 69
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 64
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 60
    „ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე“ - კელი დეგნანიაშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოს გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება ვერ ექნება. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და მისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. „ამ კვირის განმავლობაში მსოფლიო აკვირდება მთელ რიგ მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებს, რომელთა მიზანია რუსეთის ბოლოდროინდელ დესტაბილიზაციის…
  • 58
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 56
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…

არ გამოტოვოთ