სამეცნიერო წრეებში დღესაც პოპულარულია მითი, , როცა ისააკ ნიუტონი ლონდონთან ახლოს ვულსტორპ მანორში ვაშლის ხის ქვეშ იწვა და დედამიწის გარშემო მთვარის ორბიტას აკვირდებოდა. ერთხელაც,ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი ნიუტონს თავზე დაეცა_ევრიკა! ნიუტონმა გრავიტაცია აღმოაჩინა.

ნიუტონისგან განსხვავებით, ოზურგეთელ გივი მეხრიშვილმა მსოფლიო მიზიდულობის კანონის  ნაცვლადერთი ცალი ვაშლის ფასი „აღმოაჩინა“, რაც ოზურგეთში სულ რაღაც 200 ლარს შეადგენს.

მას ოზურგეთში იცნობენ როგორც წესიერ და მშრომელ ადამიანს. ოჯახური მდგომარეობის გამო კერძო ტაქსით მცირე ბიზნესს ეწევა და პურის ფულს შოულობს.

დღეს, ქ. ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის დასაწყისში, მსუბუქი ავტომანაქანიდან იყო გადმოსული და იქვე მყოფმა ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრემ უფასოდ  ერთი ცალი გორის ვაშლის დაგემოვნება შესთავაზა.

_კბილების პრობლემა მაქვს და ვერ გავსინჯავო...კვლავ შესთავაზეს…

გ.მ  ავტომანქანასთან მივიდა, მანქანის გასაღები აიღო, რომელზეც პატარა ე.წ. „ჯაყვა“ ჰქონდა და შეთავაზებული ვაშლის გათლა დაიწყო…

უცებ მას რეიდზე მყოფი, სავარაუდოდ ქვეითი პატრული გამოეცხადა და… ცივი იარაღის ტარებისათვის პოლიციაში წაიყვანეს.

_ 75 წლის  კანონმორჩილი ადამიანი ვარ. არასდროს არაფერი არ დამიშავებია და არასდროს ვყოფილვარ პოლიციაში. არავითარი გაფრთხილება_ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი შემიდგინეს და 200 ლარი ჯარიმა მაქვს გადასახდელი, ფაქტიურად 2 კვირის განმავლობაში უფასოდ უნდა ვიმუშაო_გვითხრა მან.

_კანონი ყველასათვის უნდა კანონობდეს, მაგრამ მოსახლეობის ინფორმირებულობა ამ კუთხით სუსტია. როცა ხედავ, ადამიანი არაფერს არ აშავებს, სუფთა ბიოგრაფია აქვს,გასაღების აცმაზე „ჯაყვა“ აქვს, ხომ შეიძლება გაფრთხილება ვაკმაროთ.  _გვითხრა მოქალაქე რ.ც-ძემ.

დაკვნები მკითხველისთვის მიგვინდია.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 78
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 67
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 66
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 66
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…

არ გამოტოვოთ