16 ნოემბერს გენადი ტაკიძე 80 წლის გახდებოდა
1942 წლის 16 ნოემბერს ნატანებელი არტემ ტაკიძის ოჯახში გავარდნილმა თოფის ხმამ ვაჟის გაჩენა ამცნო სოფელს. იმ დღეს გენადი ტაკიძე მოევლინა ამ ქვეყანას! დიახ, ქვეყანას, რამეთუ, შემდგომში, ამ სახელისა და გვარის სახელოვნად მატარებელი კაცის ნაღვაწი საგრძნობლად გასცილდა სოფლის, რაიონის ფარგლებს და, თავისი კვალი ნათელით, უფრო მასშტაბურ ჩარჩოში განთავსდა.
ოზურგეთს არ უკვირს ყველა ადამიანური ღირსებით შემკული პიროვნებები, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ამ მომცრო წერილის პერსონაჟი, ვისი ცხოვრებისეული არც ისე გრძელი გზა მისაბაძია თაობებისთვის. ქართულ ოჯახურ ტრადიციებზე აღზრდილი გენადი ტაკიძე სრულყოფილების განსახიერება იყო როგორც პირად, ოჯახურ, ისე საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ლიდერის საოცარი ალღო ჰქონდა და ამ თვისებით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა. კარგად სწავლობდა. შეეძლო, ისეთ სპეციალობას დაუფლებოდა, დედაქალაქისკენ რომ გაუკვალავდა გზას, მაგრამ სოფელი არჩია, ამიტომაც ჩაირიცხა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ გახდა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი, და კიდევ უფრო განიმტკიცა ცოდნა აგრარულ მეცნიერებაში.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა მშობლიურ სოფელში ჯერ პარტიის მდივნად, შემდეგ კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოადგილედ. ყველაზე დიდი ამაგი კი სოფელ მერიას დასდო, სადაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო კოლმეურნეობის თავმჯდომარე. კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ კი, მეგობრებთან ერთად, არანაკლებ უნარიანად შეუდგა ბიზნესსაქმიანობას.
ბოლომდე თავის ხალხთან იყო, ხალხისთვის ირჯებოდა და იხარჯებოდა. გვერდზე არასოდეს გამდგარა. ჭირში ჭირისუფალი და ლხინში გვერდში მდგომი, ყოველთვის იქ გაჩნდებოდა, სადაც სოფელს და მოსახლეობას სჭირდებოდა, საოცრად გრძნობდა სოფლისა და ხალხის მაჯისცემას. დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა.
ნატანებელებსა და მერიელებს რომ ჰკითხოთ, მაინც რით იყო გამორჩეული თავკაცი გენადი ტაკიძე, გეტყვით, რომ ამ კაცს, უპირველესად, საოცარი მიზიდულობის ძალა ჰქონდა, ყოველგვარ სიტუაციაში შეეძლო სიტყვის საქმედ ქცევა და საქმის სიტყვით დაგვირგვინება. არ არსებობდა მისთვის გადადებული საქმე, რაც დღეს უნდა გაკეთებულიყო, იმას ხვალისთვის არ გადადებდა. იმასაც ამბობენ, დროს უსწრებდაო გენადი ტაკიძე.
ბატონი გენადის მთელი ნაღვაწის ჩამოთვლა და ერთ წერილში თავმოყრა არ არის ადვილი საქმე, დიდ დროსა და არანაკლებ საგაზეთო ფართს მოითხოვს, ამ ეტაპზე, ალბათ, არც არის აუცილებელი, რადგან ეს ისეთი ნაღვაწია, რომელსაც ხალხის მეხსიერებიდან ვერ წაშლი.
დიდი იყო ბატონი გენადის სამეგობრო წრე. იგი ამაყობდა დათო იმედაშვილთან, იური სიორიძესთან, გურამ ბურჭულაძესთან, თამაზ გოგეშვილთან, გივი კომახიასთან, იური ლომაძესთან, ნიკოლა ბურჭულაძესთან, თამაზ სიორიძესთან, ომარ ჭანუყვაძესთან, ალეკო ტუღუშთან, ვანო ქუთათელაძესთან, ია სურგულაძესთან, თემურ ჩანჩიბაძესთან, ილო ინწკირველთან და სხვებთან და სხვებთან მეგობრობით. ჩამოთვლილთაგან უმეტესობა ხომ ოზურგეთის კოლორიტია. ამ ხალხთან მეგობრობით გენადი ტაკიძეს არაერთი საქმე გაუკეთებია და არაერთი პრობლემაც გადაუწყვეტია, ამ ხალხსაც, ბატონ გენადისთან ურთიერთობით, აზრთა გაცვლითა და საქმეში ერთობლივობით, ბევრი ურგიათ ოზურგეთისა და ოზურგეთელებისთვის.
რომ არა საბედისწერო 1996 წელი, დღეს 80 წლისა გვეყოლებოდა გენადი ტაკიძე. 53 წლის ასაკში დაიღუპა ავტოავარიაში, ქალაქ სტამბოლთან ახლოს.
საბედნიეროდ, ტაკიძეების ოჯახში სიცოცხლე გრძელდება. მეუღლე ციცო თავს დასტრიალებს თავის ჯალაბობას, რუდუნებით უვლის მეუღლის საფლავს, ჩაუქრობელი სანთლებით ნათელს ჰფენს მის ხსოვნას; კვიცი გვარზე ხტის და შვილები – გიორგი, გოჩა და თამარი ღირსეულად მიჰყვებიან მამის კვალს; შვილიშვილები – საბა, ნინო, ნიკოლოზი, მარიამი, ლუკა და ანი, რომლებიც მხოლოდ სურათებით იცნობენ ბატონ გენადი ტაკიძეს, ამაყობენ, რომ ასეთი ბაბუა ჰყავდათ!
გენადი ტაკიძეს, როგორც შეუდარებელ ორგანიზატორს, უნარიან ხელმძღვანელს, ცხოვრებაში ქართული ტრადიციების დამცველ და გამტარებელ კაცს, მართალ, პრინციპულ და სამართლიან პიროვნებას არასოდეს დაივიწყებს ოზურგეთი.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია
მსგავსი სტატიები
- 921964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 91საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
- 90ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 37 წელი ოზურგეთს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის გახსნიდან. მას შემდეგ, ამ ცენტრში გამართული, არაერთი საინტერესო ღონისძიების თანამონაწილე, ან, უბრალოდ მხილველი გამხდარა ოზურგეთელი საზოგადოება, მათ შორის, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მხატვართა პერსონალური, თუ ჯგუფური გამოფენების სახით. 19 ოქტომბერი, პერსონალური გამოფენა. საგამოფეო დარბაზში, ოზურგეთელი მხატვრის, ვალერი…
- 90დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 90ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…