საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში, მე-4 ლიგის გუნდებს შორის ბოლო ტურებში წარუმატებლად გამოდის ოზურგეთის „მერცხალი“, რომელიც თანდათან კარგავს პოზიციებს და რეგიონლიგაში დაბრუნების წინაშე დგას.

დღეს, მან საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს ხაშურის „ივერიას“ უმასპინძლა დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ამ ტურში მისმა უშუალო კონკურენტმა „ზესტაფონმა“ სტუმრად „გაგრა 2“ 0:1 დაამარცხა და „მერცხალს“ გათამაშების ცხრილში გადაასწრო. ქულა მოიპოვა კიდევ ერთმა კონკურენტმა აბაშის „ზანამ“, რომელმაც შინ ფრედ 1:1 ითამაშა „სამგურალი 2“-თან. ასევე ვანის „სულორმა“, რომელმაც სტუმრად ქულა აიღო წალენჯიხაში „სქურთან“ (2:2)

„მერცხალს“25 ტურის შემდეგ (6 მოგება, 9 ფრე, 10 წაგება, ბ/შ40:56) 27 ქულა აქვს და კიდევ ერთი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად სახიფათო ზონაში მე-13 ადგილზეა.

რაც შეეხება „გურიას,“ მან ამ წუთებში დაასრულა სტუმრად მატჩი „ალგეთთან“ და ბოლო წუთებში გატანილი გოლით (1:0) 3 ქულა მოიპოვა.

„გურიას“ამჟამად 48 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სტატიები

  • 77
    „მერცხალმა“ მოიგო, „გურიამ“ სტუმრად უშუალო მეტოქესთან დათმო შეხვედრასაქართველოს პირველობაზე ფეხბურთში, მე-4 ლიგის გუნდებს შორის ლანჩხუთის „გურიას“ მე-20 ტურში სტუმრად მეტად პრინციპული შეხვედრა ჰქონდა თბილისის „იბერია 2010“-თან. მასპინძლებმა შეძლეს გურულების დამარცხება 2:0 და 43 ქულით გათამაშების ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში. „გურიას“ კიდევ ერთი კონკურენტი „ივერია“წამოეწია, რომელმაც შინ „სქური“ 2:1 დაამარცხა. „იბერია 2010“ 43 ქულა აქვს, „ივერიას“ 41 ქულა და…
  • 77
    „მერცხალი“ და „ბახმარო“ ამ ტურში დამარცხდადღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის ოზურგეთის „მერცხალი“ სტუმრად „სამცხეს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა. იგივე ბედი ეწია ჩოხატაურის „ბახმაროს“, რომელიც შინ „ალგეთთან“ 0:5 წააგო. 8 ტურის შემდეგ „მერცხალი“ (4 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 12:11) 14 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე ჩამოქვეითდა. რაც შეეხება „ბახმაროს“…
  • 75
    „მერცხალმა“ და „ბახმარომ“ ამ ტურში მოიგესმე-18 ტურში, ოზურგეთის „მერცხალმა“ ფოთის „კოლხეთი 1913-2“ უმასპინძლა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. „მერცხალს“ (9 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება, ბ/შ 38:30) 30 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა. მე-4 ლიგის გათამაშებას 42 ქულით „ვესტ ჯორჯია“  ლიდერობს. ამ ტურში სტუმრად 3 ქულა მოიპოვა ჩოხატაურის „ბახმარომ.“ მან „ლოკომოტივი 2“ 1:0 დაამარცხა.…
  • 75
    არასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან. ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა. მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა. ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ…
  • 74
    „ბახმარომ“ „გორთან“ ნულოვანი ფრე ითამაშასაქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის გუნდებს შორის მე-18 ტურის შეხედრები გაიმართა. გათამაშების აუტსაიდერი ჩოხატაურის „ბახმარომ“ ამ ტურში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს „გორს“ შეხვდა და ნულოვანი ფრე 0:0 ითამაშა. „ბახმაროს“ 18 ტურის შემდეგ (2 მოგება, 3 ფრე, 13 წაგება, ბ/შ 11:44) მხოლოდ 9 ქულა აქვს და ბოლო მე-16 ადგილზე იმყოფება.