„გვინდოდა პატარა ნაბიჯი გადაგვედგა ძმობისა და ერთობისაკენ“

 

გუშინ  შემოდგომის ზეიმი იყო ქ. ოზურგეთში, სერისუბანში. რეგიონის უძველესი 175 წლის სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, მათმა მშობლებმა და პედაგოგებმა შემოდგომის ზეიმი მოაწყვეს.

როგორც სკოლის დირექტორმა მაია თავართქილაძემ გვითხრა, მათთან ერთად ამ ზეიმის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანეს მოსწავლეთა მშობლებმა.

ცალკეულ კლასებს საინტერესოდ ჰქონდათ წარმოჩენილი საქართველოს რეგიონები (გურია, აფხაზეთი, აჭარა, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქართლი, კახეთი, ფშავ-ხევსურეთი  და ა.შ.)  ამ კუთხეების კულტურა, ეთნოგრაფია, წეს-ჩვეულებები, სამზარეულო, სიმღერები და ცეკვები. ძალიან ბევრი ძველი ნივთი იყო წარმოდგენილი ცალკეული კუთხეების იდენტურობის წარმოსაჩენად.

ღონისძიება დაიწყო გურული იუმორით და დასრულდა  გალაკტიონის ცნობილ ლექსზე შექმნილი სიმღერით: „გამარჯობა აფხაზეთო შენი.“

ზეიმის მონაწილეებს მიესალმნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე,  საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი. ხელისუფლების წარმომადგენლები აქ წარმოდგენილ ყველა კუთხეს ესტუმრნენ და მათ მიერ მომზადებული კერძები დააგემოვნეს.

ცალკე უნდა გამოვყოთ პირველი „ბ“ კლასის  აფხაზეთის კუთხე, სადაც დიდი სიყვარული, სითბო და ერთგავრი სევდა იგრძნობოდა. სოხუმისაკენ მიმავალი აფრიანი გემის მცირე მაკეტზე მგზავრებისათვის ბილეთებიც გაემზადებინათ.

ნინო ცეცხლაძე, კლასის ხელმძღვანელი _ჩვენს კლასს დაევალა ზეიმზე აფხაზეთი წარმოედგინა. ერთ-ერთი მშობელი ვიქტორია შამუგია აფხაზეთიდანაა. სულ პატარა ჩამოიყვანეს აქ მშობლებმა და აქ უკვე 27 წელის ცხოვრობს. ჩვენი ზეიმის მზადების შესახებ ვიქტორიას ახლობლებმაც გაიგეს და გადაწყვიტეს საქართველოს ამ ლამაზი კუთხისათვის დამახასიათებელი კერძები გამოეგზავნათ საჩუქრად.  მათ ეს გააკეთეს, ხოლო იმ კერძებისათვის, რომელიც ადგილზე უნდა დამზადებულიყო, შესაბამისი ინგრედიენტები გამოაგზავნეს.გუშინ  ამ ყველაფერმა გადალახა აფხაზეთის დროებითი საზღვარი. ღონიძიების ფინალი სწორედ „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ გახლდათ,“ რომელიც მივუძღვენით ჩვენს აფხაზ ძმებს და კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგით ძმობისა და ერთობისაკენ“_გვითხრა ნინო ცეცხლაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 82
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 80
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 78
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 78
    გურიიდან დაწყებული თავისუფლება, თუ თავისუფლების ფასი, „ბედის ბორბლის“ დაუნდობელ ტრიალშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…