ჯუმათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია. მაღალმთიანი, ულამაზესი, უძველესი კულტურის მქონე, აქ ადამიანთა დასახლების ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება… ალბათ, ადრეული ცივილიზაციის გაგრძელებაა, რომ სოფელში სამოქალაქო აქტიურობით გამორჩეული ახალგაზრდობა ცხოვრობს და საქმიანობს კიდეც.
ქალბატონი მაკა ჩხარტიშვილი ჯუმათის სათემო ორგანიზაციის „ჯუმას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია. „ჯუმა“ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „გურიის მედიატორთა ასოციაცია“ ქოლგის ქვეშ საქმიანობს. მაკა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა. „ – ჩვენ გვსურს, რომ რეგიონში ჩამოყალიბებული იყოს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, ინფორმირებული და განათლებული სამოქალაქო საზოგადოება. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა არ გრძნობდეს სოციალურ უთანასწორობას, მათაც შეძლონ უკეთეს გარემოში ცხოვრება. ხელი მიუწვდებოდეს ყველა სახის სერვისზე და მომსახურებაზე, შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.“ – გვეუბნება მაკა.
მას და მის მეგობრებს სჯერათ, რომ მხოლოდ უკეთ ინფორმირებული და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება შეიძლება გახდეს ქვეყნის განვითარების საწინდარი. კი, სურვილი მასშტაბურია და ძალიან დიდ, ერთობლივ შრომას მოითხოვს საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობით. წარმატების გარანტია ისიც, რომ მათ უკვე მოპოვებული აქვთ ევროკავშირის მხარდაჭერა.
ასოციაცია ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა 2011 წელს პროექტის „დემოკრატიის სწავლების მოდელი“ ფარგლებში. ეს კი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და თანადგომაა. ასოციაციის წევრი ახალგაზრდული სათემო ცენტრები შეიქმნა 2006 წელს ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ხელშეწყობით ,,სოფლის განვითარების ქსელური პროგრამის” ფარგლებში. სათემო ახალგაზრდული ცენტრების, საინიციატივო ჯგუფებისა და სათემო ორგანიზაციების ძირითადი საქმიანობა თემში მუშაობაა. ეს ცენტრები გახლავთ – ,,ბაია” – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაილეთის თემი, ,,ჯუმა” – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმათის თემი, ,,კოხნარა“, კოხნარის თემი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. ბოლო წლებში მათ დაემატა სოფლები – თხინვალი მერია, ნატანები. სხვადასხვა ფონდის დახმარებით – დონორები: ევროკავშირი, PIN, ღია საზოგადოება საქართველო, ინოვაციებისა და რეფორმების ქსელი და სხვა, – თემებში ხდება ახალგაზრდობის ინფორმირება, განათლება სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით, მოსახლეობის იურიდიული კონსულტაცია, სამოქალაქო აქტივობის წახალისება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ემიგრანტების მიმართ გაწეული ფსიქო-სოციალურ-იურიდიული დახმარება, რის სანაცვლოდაც გურიის მედიატორთა ასოციაციის პარტნიორი გახდა იტალიაში შექმნილი ემიგრანტების ფონდი, რომელიც ფულადი გზავნილების და ამანათების საშუალებით ეხმარება გურიის სოფლებში მცხოვრებ შეჭირვებულ მოსახლეობას. მართალია, თანხა მცირეა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანისთვის. ასოციაციის ინიციატივით სამიზნე სოფლებში შეიქმნა ეკოკლუბები, მათი საქმიანობა მოიცავს თემატიკას – ნარჩენების მართვა, გლობალური დათბობის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირება, კონკრეტული პრაქტიკული აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისათვის, გადამდები და ვირუსული ინფექციების პრევენციის, გარემოს დაცვისათვის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაციის პროცესში ჩართვა და სხვა.
ასოციაციის მიერ განხორციელებული ყველა პროექტის და პროგრამის სამიზნე სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა – მათი ინტერესების ლობირება მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თემში ბევრი კონკრეტული პრობლემა მოგვარდა, ერთად, საერთო ძალისხმევით.
რა თქმა უნდა, წარმატებების ასასახად ციფრების გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მათი სჯერა ადამიანებს, ენდობიან, ხედავენ, შედეგებს, რომლებიც მათი საჭიროებების მოგვარებას ემსახურება.
მაკა ჩხარტიშვილი: „ – 2023 წლიდან ასოციაცია გეგმავს გაააქტიუროს საქმიანობები ქალთა უფლებების და ინფორმირების მიმართულებით. სოფლად მცხოვრებ ქალთა შესაძლებლობების განვითარებისთვის. არასამთავრობო სექტორს განვიხილავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორად ზოგადად ქვეყანაში და ასევე სოფლად მცხოვრები ადამიანების პრობლემების მოგვარების შესაძლებლობების გამო. სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი აქ. მას შემდეგ მეც ბევრი რამ გავიგე, შევიძინე მოკავშირეები, პარტნიორები, თანამოაზრეები, მეგობრები ყველა სექტორში, სწორედ მათი მხარდაჭერის და ნდობის დამსახურებაა, რომ უკვე 11 წელია ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ყველა ადამიანმა რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა გაიაზროს და იტვირთოს, გაცილებით უკეთესი გახდებოდა სამყარო ჩვენს ირგვლივ. ჩვენ ვცდილობთ და უკვე მიღებული შედეგები იმედისმომცემია.“
„თუ გინდა სწრაფი შედეგი, გახდი მეწაღეო“ – ამბობდა აინშტაინი. კი, სწრაფად მცირე შედეგი მიიღება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ დღევანდელი კვერცხი აირჩიოს…
„მნიშვნელოვანი მიღწევები მხოლოდ მაშინ ჩნდება საზოგადოებაში, როდესაც ისინი ინდივიდის თავისუფალი განვითარების საშუალებას ქმნიან.“ – ესეც აინშტაინმა თქვა და… მე ვხედავ, მაკას გარშემო, ინდივიდის თავისუფალი განვითარების პრიორიტეტს.
ლია კილაძე
მსგავსი სტატიები
- 100ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერთან, დავით კობერიძესთან _ბატონო დავით, როგორ დაახასიათებთ ჰიდროენერგეტიკას და არის თუ არა ის მწვანე ენერგიის წყარო? _ ჰიდროენერგეტიკა არამც თუ მწვანე და განახლებადი ენერგიის რესურსია, არამედ ქარისა და მზის სადგურებისგან განსხვავებით სტაბილური ენერგიის წყაროა. ქარისა და მზის სადგურების მუშაობა მეტწილად დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე…
- 100ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მერვე დღეს მაყურებელმა ორი წარმოდგენა იხილა. მაყურებელმა გაიცნო ბრაგის თეატრალური კომპანია სპექტაკლით „ცის კარი“ (რეჟისორი- ელენე მაცხონაშვილი) და თავისუფალი თეატრი სპექტაკლით „სამანიშვილის დედი(ს) ნაცვალი“. საგულისხმოა, რომ ორივე სპექტაკლში ასახულია რეჟისორების განსხვავებული ხედვა და ინტერპრეტაციები. „ცის კარი“ ფესტივალის ფარგლებში ბრაგის თეატრალური კომპანიის სპექტაკლის სანახავად ჩოხატაურის კულტურის…
- 100საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…
- 95დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 92გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…