„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. _აღნიშნულ ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს.

მისივე თქმით, ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს _ ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

კობა ნაყოფიას თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

„რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 49 638 ადამიანი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 41 264 შეადგინა.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა ასე განაწილდა:

ნონა მამულაშვილი _1537 ხმა, რაც შეადგენს 3, 73 %-ს;

ნიკა მელია_ 16 476 ხმა, რაც შეადგენს ზუსტად 40%-ს;

გიორგი მუმლაძე _1516 ხმა, რაც შეადგენს 3,68 %-ს;

ლევან ხაბეიშვილი_ 21 656 ხმა, რაც შეადგენს 52, 58%-ს.

_ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩეულია ლევან ხაბეიშვილი. პირველივე ტურში 52, 58%-ით გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა“, _ განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მისივე განმარტებით, არჩევნების მეორე ტური არ იქნება.

 

არ გამოტოვოთ