ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საარჩევნო პროცესებში აქტიურად არის ჩართული. ამის შესახებ pia.ge წერს.

„ჩემი საყრდენი არჩევნებშიც და ზოგადადაც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არიან შეურაცხყოფის, ტერორის ქვეშ და არ დანებდნენ და იბრძვიან ბოლომდე. დიახ, ლევან ვარშალომიძე და მისი გუნდი მიჭერს ღიად მხარს. დიახ, ვანო მერაბიშვილი თუ სადმე ჩადის და ვინმეს ამობილიზებს იმის გამო, რომ ჩვენ გენერალური ბრძოლა გვაქვს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ამაზე შიშები აქვს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, დაე, ეშინოდეთ. ვაპირებ, გავაღვიძო ყველა მიძინებული ადამიანი, რომელსაც უნდა ამ ქვეყნის კეთილდღეობა, თუმცა ოპოზიციიდან გამომდინარე, რუსი ოლიგარქიდან გამომდინარე, საღათას ძილით მიაძინეს, ჩააგდეს ნიჰილიზმში. როცა რამეს ვლაპარაკობთ ფარულობაზე, არ ვიცი ეს ადამიანი ფოტოებს იღებს და სოციალური ქსელით ავრცელებს, მეტი საჯაროობა რა უნდა იყოს, არ ვიცი, სამივლინებოს ხო არ გამოწერს, ან სამსახურში უნდა მივიდეს სადმე? თქვენ იცით, რომ რამე ოთახი აქვს და იქ უნდა გამოცხადდეს? თუ ფიქრობთ, რომ ადამიანებს ვინმემ უნდა აუკრძალოს გადაადგილება, ან სადმე თუ წავა სამივლინებო ბარათები უნდა გამოწეროს? მე ვწუხვარ ამის გამო, (გიორგი რურუას განცხადება) თუ პირადი დაპირისპირება აქვს მას ვინმესთან და ასეთ განცხადებებს აკეთებს. ჰკითხეთ გიორგის“, _ განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები საჭირო.

„პროცესის დაჩქარების ნაცვლად, ვხედავთ, მიზანმიმართულად აჭიანურებენ პროცესებს. შესაბამისად, როგორც ჩანს, ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. შესაბამისად, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან და ეს არის საქართველოში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ, არაფერი გამოვა“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა გიორგი რურუამ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი უცხოელ პარტნიორებთან ომის დაწყებას მიხეილ სააკაშვილს აბრალებდა.

მსგავსი სტატიები

  • 80
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 80
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 80
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 74
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 74
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…