ავტორი მანანა ქილიფთარი

 გუშინდელივით მახსოვს, როცა #2 საგანმანათლებლო სკოლაში (მაშინ ასე იწოდებოდა) ისტორიის გაკვეთილზე ახალი მასწავლებელი, ლამზირა გიორგაძე შემოვიდა. ახალგაზრდა, ლამაზი თაფლისფერი თვალებით, მეტყველების საოცარი უნარით. სულ მალე იგი ჩვენს უსაყვარლეს მასწავლებლად იქცა.  ჩვენი თაობა ყველა პედაგოგს განსაკუთრებული მოკრძალებით ექცეოდა, მაგრამ საყვარელი მასწავლებლის შერჩევა მხოლოდ ჩვენზე იყო დამოკიდებული, აქ მშობელიც კი უძლური იყო. მეც თავად გადავწყვიტე და წლების შემდეგაც ეს გადაწყვეტილება არ შემიცვლია: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარგალიტა კუნჭულია და ისტორიის მასწვლებელი ლამზირა გიორგაძე.

ზოგადად, ადამიანები მეტ-ნაკლებად მტკივნეულად განვიცდით წლების მატებას, თუმცა, გვავიწყდება,  მას ბევრი სიკეთის მოტანაც შეუძლია:  წარსულის მოვლენების, ადამიანების უკეთ შეცნობის და გადაფასებების უნარი.

ჩვეულებრივი საგაზეთო წერილის მომზადებისას ჟურნალისტი მიმოიხილავს მისი რესპონდენტის მიერ განვლილი ცხოვრების გზას, მომეთხრო თქვენთის ლამზირა გიორგაძის მიერ განვლილი გზის შესახებ, გადავიფიქრე და იცით რატომ? მე წავიკითხე განცხადება, რომელიც მან   #2  საჯარო სკოლის დირექტორს, ფატი სორიძეს  გაუგზავნა:

მაინც რა წერია იმ განცხადებაში, რომელშიც მხცოვანი მასწავლებელი თავის დირექტორს სკოლიდან გათავისუფლებას სთხოვს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე დიდი ტრადიციების მქონე მახარაძის #2 საგანმანათლებლო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლად. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, პროფესია, კოლეგები, მოსწავლეები და ზოგადად ადამიანი.

დიდი დრო გასულა, თითქმის ექვსი ათეული წელი. შრომის, გარჯისა და პროფესიული დაოსტატების დრო.  „დროს დაყოვნება არ უყვარს.“ამ ფრაზის გააზრება და ხანგრძლივი მოღვაწეობით დაღლილი ათწლეულების წყება-დრო, მერწმუნეთ, ჩემს თვალწინ შეჩერდა.

გთხოვთ გამათავისუფლოთ მასწავლებლის მოვალეობიდან.

p.s. ძალიან მომენატრებით. კვლავაც იმრავლოს წარმატებულმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ჩემს მშობლიურ და მარად ახალგაზრდა სკოლაში.“

ამ განცხადებამ შოკის ეფექტი გამოიწვია დირექტორსა და კოლეგებს შორის. მაგრამ მრავალგზის თხოვნის მიუხედავდ, როგორც მოსალოდნელი იყო,  ლამზირა შეუვალი აღმოჩნდა. აქვე მინდა აღვნიშნო ის  ყურადღება, მზრუნველობა, რომელსაც წლების მანძილზე იჩენდნენ და იჩენენ  მის მიმართ სკოლის დირექტორი, თითქმის მთელი კოლექტივი, ძირითადად ახალი თაობა.მათ გააქარწყლეს მოსაზრება, რომ თაობებს შორის ისეთი სიყვარული და სითბო აღარაა, როგორც ადრე იყო.

მე და ლამზირას ერთი საყვარელი მასწავლებელი გვყავდა _ საუკუნის ფილოლოგი  (ასე ვუწოდებ მე მას) მარგალიტა კუნჭულია.

პირად არქივში ვნახე გაზეთი, სადაც იგი საყვარელ მასწავლებელს ემშვიდობება:

„იტყვიან, ადამიანს არასდროს ავიწყდება თავისი პირველი მასწავლებელი, დავძენ: ქართველს  არასდროს დაავიწყდება თავისი ქართულის მასწავლებელი. და რა ღვთის წყალობაა, როცა ეს მასწავლებელი მარგალიტა კუნჭულიაა… პიროვნების, ღირსების, მეობის გამოხატულებად მიაჩნდა, ერთის მხრივ,  ქართული მწერლობა და ენის ნორმები, მეორეს მხრივ მისი გადანერგვა მოსწავლეების სულისა და გონების სამყაროში.

გვასწავლიდა, გვაოცებდა…

გვიყვარდა… ვეთაყვანებოდით.

წლებმა წაიღო მისი ფიზიკური ძალმოსილება, მაგრამ ვერაფერი დააკლო მის სულსა და ავტორიტეტს.  ვინ შერჩენია წუთისოფელს ბოლომდე , სიკვდილის ანგელოზმა მოაკითხა, რომ უკეთესი სამყაროს ბინადრად აქციოს.“

….

ლამზირა მასწავლებელო …

წლებმა, რომელმაც სწრაფად ჩაიარა, კი არადა თითქოს ჩაიაქრიალა, მეგობრებად გვაქცია. მაგრამ, როცა ამ სტრიქონებს ვწერდი, ნათლად ვიგრძენი, ჩვენი მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ წითელი ხაზის გადაკვეთა მაინც ვერ შეძლო.

ბევრი რამის გამო მინდა გითხრა მადლობა, მადლობა იმისათვის, რომ შენი უზარმაზარი ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდი უძლიერესი. თუ როგორ და რის ფასად ახერხებ ამას, შენზე უკეთესად არავინ იცის.

რამდენიმე დღეა, საცხოვრებლად თბილისში გადახვედი. ეს შენი ერთადერთი შვილიშვილის გადაწყვეტილება იყო. თავად მითხარი, ეკას გადაწყვეტილება უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ჩემი ძვირფასი საფლავიო.

თბილისი ჩვენგან არც ისე შორსაა და არც ისე ახლოს.მაგრამ ყურადღება, მზრუნველობა არ მოგაკლდება. მუდმივი კონტაქტი და ოჯახური სითბო სიცოცხლეს გაგილამაზებს,  მასწავლებელო.

 

მსგავსი სტატიები

  • 92
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 87
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 87
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 86
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 85
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…