მოლდოვაში 9 – 12 ივნისს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენმა ანრი სურმანიძემ ევროპაზე ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მოიპოვა!

I ადგილი

ანრი სურმანიძე (90 კგ მარცხენა მკლავი )

ანრისთვის ეს პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი იყო და მან ამ გამოწვევას თავი ღირსეულად გაართვა.

ასევე ევროპაზე ოზურგეთიდან საბა ეზიეშვილმა ( 60 კგ მარცხენა მკლავი) იასპარეზა. მისთვისაც ასეთი მასშტაბური ბრძოლა პირველი იყო. მან ფაქტობრივად მოგებული, ნახევარფინალში გასასვლელი ბრძოლა დათმო და შინ ბრინჯაოს გარეშე გაბრუნდა. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით საბამ დიდი გამოცდილება მიიღო და იმედს ვიტივებთ, რომ ის მომავალში მედლით დაგვიბრუნდება.

ევროპაზე, მოლდოვაში იმყოფება კიდევ ერთი ოზურგეთელი დაჩი ჩხაიძე (60 კგ მარცხენა მკლავი) ის დღეს იბრძოლებს და წარმატებებს ვუსურვებთ დაჩის!

მწვრთნელები : გიორგი რუსიეშვილი, ილია ჟვანია, ზურა ბურჭულაძე

 

მსგავსი სტატიები

  • 55
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 54
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 52
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 51
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 50
    ოზურგეთელმა მკლავჭიდელებმა ევროპაზე საგზური მოიპოვეს! ქ. თბილისში მკლავჭიდში საქართველოს პირველობა გაიმართა. იგი შესარჩევი ჩემპიონატი იყო ევროპაზე საგზურის მოსაპოვებლად, რომელიც მოლდოვაში 9 - 12 ივნისს გაიმართება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა ევროპაზე ასპარეზობის საგზური მოიპოვეს და საქართველოს პირველობაზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს!  ოზურგეთის სახელით , მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან: საბა ეზიეშვილი…