პარასკევს, 21 ივლისს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში გარემოსდაცვითი ორგანიზაციის
„ეკოვიჟენ“ ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა „დაზოგე ტყე“ გაიმართა.
ღონისძიების დამსწრეებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების
წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე ყველაზე მასშტაბური
მწვანე პროექტის “ECO.Georgia” შესახებ. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებითა
და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის მიზანიც
საქართველოში სატყეო რეფორმის განხორციელება და მის ფარგლებში ტყის დაზოგვა და
გაფრთხილებაა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოეფექტური ღუმელების
დემონსტრირებასა და მისი უპირტესობების ხაზგასმას, როგორც ადგილობრივი
მოსახლეობისათვის, ასევე გარემოსთვის.
ახალი, ენერგოეფექტური ღუმელები ორჯერ ნაკლებ შეშას მოიხმარს, ხოლო მათი შეძენის
წახალისებისათვის მოქმედებს სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამა, რომლის
ფარგლებშიც,ამ ტიპის ღუმელის შეძენა 30%-იანი ვაუჩერის გამოყენებითაა შესაძლებელი.
შეხვედრის მიმდინარეობისას გაცხადდა გურიის რეგიონში პირველი სადემონსტრაციო სახლის
შესახებ, სადაც ენერგოეფექტური ღუმელი განთავსდება. სააქციო საზოგადოება „მარანმა“
სადემონსტრაციო სახლში მცხოვრებ შინამეურნეობას საჩუქრად შეშის ალტერნატიული
საწვავი – ბრიკეტი გადასცა, რაც ბევრად ეკონომიური და ეკოლოგიური არჩევანია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების
წარმომადგენლები, ასევე გურიის რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, მცირე და
საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ენერგოეფექტური ღუმელისა და შეშის ალტერნატიული
საწვავის მწარმოებლები.
მსგავსი სტატიები
- 74დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 62გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 61სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 591918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 58სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…