ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში, არაერთ გარემოსდაცვით თემაზე დაიწერა, სტატიები, მაგრამ ცოტა ქარსაფარი ზოლების აღდგენის საკითხებზე. არადა საკმაოდ დიდია სტიქიური მოვლენების (ქარი, ქარიშხალი) ცუდი გავლენა მოსახლეობაზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე.

სტატიის მომზადების იდეის განხორციელებაში დამეხმარა  მედიატურში  „აღმოაჩინე“ გურია“ მონაწილეობა,   ამ თემაზე კვალიფიციური მოხსენებებიც მოვისმინეთ.

მედიატურის ფარგლებში და შემდეგაც დაბა ლაითურში ვეწვიეთ სათემო ფონდ „ლოტუსს“, სხვა მსგავსი პროექტიც მოვიძიეთ. გასული საუკუნის 90-იანი წლების  ბოლოს ქარსაფარი ზოლების დაცვის თემაზე გაზეთ „ალიონში“ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიებსაც გადავალე თვალი. სამწუხაროდ, იმ დროს ქვეყენაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქარსაფარი ზოლების განადგურების პროცესი ვერ შეაჩერეს.

პირველი კომენტარი  ცნობილ ჟურნალისტს, ნინა სამადაშვილს ვთხოვეთ.

_ქარსაცავი ზოლების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლაში, ასევე, სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობის გაზრდასა და ხარისხიანობის გაუმჯობესებაში. შესაბამისად,  კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ამაღლდეს ცნობიერება აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებაში._გვითხრა მან.

კვლავ ვეწვიეთ დაბა ლაითურში სათემო ფონდ „ლოტუსს“ და მათ მიერ განხორციელებულ საინტერესო პროექტზე ვისაუბრეთ:

ლია კოტრიკაძე, პროექტის ხელმძღვანელი: _ ყოფილი საბჭოთა მეურნეობის დროს გაშენებული ქარსაფარი ზოლები იცავდა როგორც დაბის მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს ფიზკური დაზიანებისაგან, ასევე დაბაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობებს ძლიერი ქარისაგან. უკონტროლო ჩეხვის შედეგად, დღეს ქარსაფარი ზოლების არსებული მდგომარეობა კატასტროფულია. ხშირია ძლიერი ქარები, რომელიც რიგ პრობლემებს წარმოშობს. ძლიერმა ქარმა ბოლო წლებში 20-მდე საერთო საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი. სამი წლის განმავლობაში თემში არსებულ საჯარო სკოლას ორჯერ გადახადა სახურავი. ნაწილობრივ გადახადა სახურავი ეკლესიასაც. ძლიერი ქარი იწვევს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეშლას, _იწვევს ნაყოფის გამოშრობას და უკარგავს ხარისხს, ასევე იწვევს ნიადაგის ეროზიას…

_  მსგავსი პრობლემები რეგიონის არაერთ დაბას და სოფელს აწუხებს. როგორ შეძელით ამ დიდ გამოწვევასთან  შეჭიდება?

_ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქარსაფარი ზოლების არსებობა, რადგან იზრდება მოსახლეობის რიცხვიანობა. საჭირო ხდება სასოფლო-სამეურნეო მოსავლიანობის ზრდა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რადგან ინტენსიურად მიმდინარეობს ტყეების გაჩეხვა, გაუდაბნოება, კლიმატის გლობალური ცვლილება.

დაბა ლაითურის ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების 80 პროცენტი გასაახლებელია.

დავწერეთ პროექტი „windless_ნაკლებქარიანობა“, რომელიც  SENN-ში წარვადგინეთ.

პირველ რიგში ჩავატარეთ კვლევა, თუ რომელი მხრიდან უფრო მეტად იყო ქარი, შევარჩიეთ 1,5 კილომეტრი მონაკვეთი ხეების დასარგავად. ძალიან დაგვიდგა გვერდით ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე თაობა“(დალი კილაძე), რომლებმაც კარგი საინფორმაციო კამპანია გასწიეს. დაამზადეს ფლაერები, დაარიგეს მოსახლეობაში.  გარემოსდაცვით კამპანიაში სამოქალაქო კლუბის წევრები (ცაცა ქვილორია) ჩაებნენ. დავბეჭდეთ კალენდრები „ნაკლებქარიანობა ლაითურში“,  ფლაერები და მოსახლეობას დავურიგეთ. მოწვეულმა სპეციალისტმა მოსახლეობას ჩაუტარა შესაბამისი ტრენინგი.

_ გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“ ახორციელებს გარემოსდაცვით პროექტს , რომელიც  ქარსაფარი ზოლების განაშენიანებას ეხება, რომლის რეკომენდაციებში ნიდაგების ტიპედიან გამომდინარე ხეების ჯიშებს გვთავაზობს  

_ დაბა ლაითურში ჩაის კულტურა ძირითადად მოცვის კულტურამ ჩაანაცვლა.აქ ნიადაგი მჟავიანია და ან კრიპტომერია, ან ალვის ხე უნდა დაგვერგო. აღმოჩნდა, რომ კრიპტომერიას და მოცვს ერთი და იგივე პარაზიტი ჰყოლია, რაც დაავადების რისკს ზრდიდა, ხოლო ალვის ხეს და მოცვს კი _სხვადასხვა. გარდა ამისა ალვის ხე ხასიათდება გამძლეობით, არის სწრაფად მზარდი, წელიწადში იზრდება 60-70 სანტიმეტრი და სიმაღლეში 40 მეტრამდე აღწევს, საკმაოდ ყინვაგამძლეა,  კარგად ეგუება ადგილობრივ ნიადაგს, არ აქვს ამონაყარი და საწვავად უვარგისია.

_ ასეთი პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია თვითმმართველობასთან თანამშრომლობა..

_ ოზურგეთის მუნიციპალიტის მერიის ტერიტორიული თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით,  ადგილზე ჩამოვიდნენ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები  და მოახდინეს შერჩეულ  ტერიტორიაზე მდებარე  ხეების აღრიცხვა.

აღნიშნულ 1.5 კმ-იან ზოლში დაინომრა 26 ძირი ხე. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადაწყდა, რომ მოჭრილი ხეები დამუშავებულიყო და გადაცემოდა 10 სოციალურად დაუცველ ოჯახს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ტექნიკით  ხის ძირებისაგან გაიწმინდა აღნიშნული ტერიტორია და მომზადდა ნერგების დასარგავად. შემდეგ კი შემოიღობა და აგრონომის მეთვალყურეობით და მოსახლეობის მოხალისობრივი ჩართულობით დაირგო  ალვის ხეები, რომლის  ნერგები ლანჩხუთის სანერგე მეურნეობაში შევიძინეთ… რეკომენდაციების შესაბამისად 3-ზოლში 1,5 მეტრი დაცილებით ჭადრაკულად დარგეს 3 000მ ძირი ალვის ხე.. ქარსაფარის დასაწყისში აღიმართა ბანერი წარწერით „ქარსაფარი ზოლის აღდგენა განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით „საქართველოს კლიმატური პროგრამის ფარგლებში.“

_პროექტი დასრულდა, გაგრძელებას არ აპირებთ?

_ამ პროექტის წარმატებით  სათემო ფონდ „ლოტუსის“ავტორიტეტი კიდევ უფრო ამაღლა. ვთანამშრომლობთ ოზურგეთის პროგრესის სახლთან,  პროექტთან დაკავშირები  კოორდინაციას გვიწევდა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი. ვმონაწილეობთ ლაგების თემაზე გამართულ შეხვედრებში. ვფიქრობთ ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენებით სამოქალაქო სექტორი მეტად უნდა დაინტერესდეს, მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.

პრობლემის გადაჭრის გზა  _ ეს უნდა იყოს სამოქალაქო სექტორის მიზანი.

ნუგზარ ასათიანი

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    როგორ მივაღწიოთ ნაკლებქარიანობას,_ პრობლემის გადაჭრის გზა არსებობსბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში, არაერთ გარემოსდაცვით თემაზე დაიწერა, სტატიები, მაგრამ ცოტა ქარსაფარი ზოლების აღდგენის საკითხებზე. არადა საკმაოდ დიდია სტიქიური მოვლენების (ქარი, ქარიშხალი) ცუდი გავლენა მოსახლეობაზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე. სტატიის მომზადების იდეის განხორციელებაში დამეხმარ  მედიატურში  „აღმოაჩინე“ გურია“ მონაწილეობა,   ამ თემაზე კვალიფიციური მოხსენებებიც მოვისმინეთ. მედიატურის ფარგლებში და შემდეგაც დაბა ლაითურში ვეწვიეთ სათემო ფონდ…
  • 85
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 80
    ქარსაფარი ზოლების ისტორია და მნიშვნელობაქარსაფარი ზოლების გაშენების ისტორია ასეულ წლებს ითვლის და მისი ინტენსიური განაშენიანება გასული საუკუნის 30- იან წლებში დაიწყო. მათი მთავარი დანიშნულება იყო ქარის სიძლიერის კოეფიციენტის შემცირება, ასევე გამოიყენებოდა თოვლიანი ქარბუქების წინააღმდეგ. მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ქარსაფარი ზოლების მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა იზრდებოდა, ხოლო ნიადაგის ეროზია, გამოფიტვა მცირდებოდა. 21- ე საუკუნეში განსაკუთრებულ…
  • 78
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 77
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…