გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მუზეუმში თათბირი ჩატარდა, რომელიც სავარაუდოდ ოპტიმიზაციის საკითხს ეხებოდა. როგორც გვითხრეს, თათბირზე გარკვეული უთანხმოებს იყო სამუზეუმო გაერთიანების  დირექტორ  ლანა ქავთარაძესა და სამუზეუმეო  რამდენიმე თანამშრომელს შორის, ხოლო მოგვიანებით სოციალურ ქსელში ინფორმაციაც გავრცელდა.

ისტორიის პედაგოგი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე წერს; რატომ დაიბარეს მუზეუმის თანამშრომლები დღეს? იგეგმება თუ არა თანამშრომელთა . .წმენდა?

დღეს შემთხვევით გავიგე რომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მუზეუმების თანამშრომელთა რეაორგანიზაცია იგეგმება.

ეს ნიშნავს, ახალ დანიშნული მუზეუმის გაერთიანების დირექტორი ვიღაცეებს გაუშვებს ან ნაწილს დატოვებს?

ჯერ ერთი, წლებია ეს ადამიანები სამარცხვინო ხელფასით ერთგულად, გონიერად და თითქმის ენთუზიაზმით ინარჩუნებდნენ მუზეუმებს და აცოცხლებდნენ.….

 მუზეუმებში მომუშავეებს რატომ ტოვებთ ულუკმაპუროდ და ღირსებააყრილთ?

ვინმე ფიქრობს ამ ათეულობით ადამიანის უფლებებსა და მომავალზე?

გაზეთი „ალიონი“ მუზეუმის რამდენიმე თანამშრომელს ესაუბრა:

_ მასეთი ხელმოწერილი განცხადებები, სამუშაოს შესაძლო დატოვების შესახებ, ათამდე მაქვს შენახული სახლში. არა მგონია ვინმემ კვალიფიციური კადრი გაუშვას _ გვითხრა ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა მუზეუმელმა.

_მესმის, ახალი დირექტორი მოვიდა და გარკვეულ ცვლილებებს მოახდენს ალბათ, მაგრამ მე რომ ამ მიზერული ხელფასით( წელს მოგვიმატეს ცოტა), კეთილსინდისიერად ვასრულებ ჩემს საქმეს, ოჯახში სხვა შემოსავალი რომ არ მაქვს, რომ გამიშვან, რა უნდა ვქნა. არავინ მყავს  რომ დამიცვას. წუხელ არ მეძინა, ახლა ამ პროცესის დასრულებამდე ალბათ ინფაქტი დამემართება _გვითხრა მეორემ.

რამდენიმე მუზეუმელს კიდევ ვესაუბრეთ. ისინი ძალიან კორექტურად გადმოგვცემდნენ თავიანთ გულისტკივილს. არანაირი საყვედური არ დაცდენიათ მენეჯერის მიმართ.

_როგორ გახარებულები ვიყავით მინისტრის თეა წულუკიანი გვესტუმრა მუზეუმში. დაგვპირდა დახმარებას, ახლა კი სამსახურიდან შესაძლო დათხოვნაზე უნდა  იფიქრო კაცმა. ალბათ ზემოდან დაავალეს _ თქვეს მათ.

მუზეუმს ვესტუმრეთ. საოცარი სიჩუმე იყო შენობაში. მუზეუმის დირექტორს ლანა ქავთარაძეს ვთხოვეთ კომენტარი:

_თავად ხედავთ, რომ ვცდილობთ მეტი ფუნქციური დატვირთვა მივცეთ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს, სამუზეუმეო გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებს. არაერთი ღონისძიება ჩავატარეთ. მუზეუმი იწყებს პროექტს სახელწოდებით _იცოდე შენ, გააცანი სხვას

ეს ყველაფერი აქ არსებული კვალიფიციური კადრების დახმარებით უნდა გაკეთდეს.

მუზეუმში ვგეგმავ ორგანიზაციულ ცვლილებებს. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, თანდათან გაიგებთ _გვითხრა მან.

 

მსგავსი სტატიები

  • 67
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 65
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 64
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 63
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 62
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…