დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო დარბაზში  გრანდიოზული მუსიკალურ – ლიტერატურული კომპოზიცია
„მე ვიმღერებ, შენ აშენე“გაიმართა. ეს იყო გურიის საჯარო სკოლების მეცხრე-მეთორმეტე კლასელებისთვის გამართული, პაატა მახარაძის (ბართოლომეოს) სახელობის ლიტერატურული კონკურსის დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც ოზურგეთის თეატრის დირექტორი ზაზა ჯინჭარაძე, პოეტი სოფო ღლონტი, ცნობილი მუსიკოსი ბელა ბერკემერ-მახარაძე  უძღვებოდნენ…
ღონისძიების მხატვრულ ნაწილში ანსამბლები „შვიდკაცა“, „ლეხოური“, „ორბი“ მონაწილეობდნენ.
გაიმართა  პოეტის ლექსზე კომპოზიტორ ნანა დაუშვილის მიერ შექმნილი სიმღერის პრემიერია.
მოსწავლეებს მიესალმნენ პოეტები ნანა ცინცაძე და ნინო უძილაური.
ბახვის საჯარო სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ პოეტ პაატა მახარაძის (ბართლომეოს) შესახებ ესაუბრა დამსწრე საზოგადოებას, მიწვეულ მწერლებს, მუსიკოსებს და ა.შ.
შემდეგ გაიმართა გამარჯვებულთა, პრიზიორთა და ნომინანტთა დაჯილდოება.

მსგავსი სტატიები

  • 56
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 55
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 51
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…
  • 44
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 41
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…