ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. მეშვიდე დღე უკრაინის მუკოლა კულიშის სახელობის ხერსონის აკადემიურ მუსიკალური-დრამატული თეატრის წარმოდგენით დაიწყო, მათ როგორც მოწვეულმა სტუმრებმა, მონოსპექტაკლი „იუდა” წარადგინეს (რეჟისორი-სერგეი პავლუკ).
დღე მოძრაობის თეატრით გაგრძელდა და ვიხილეთ სპექტაკლი „ასტიგმატისტები” ( რეჟისორი-სოსო ბაკურაძე) და ბოლოს, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული პროფესიული თეატრის სპექტაკლი „არ დაიდარდო” (რეჟისორი-ავთო ვარსიმაშვილი).
„იუდა“
ხერსონის აკადემიურ მუსიკალური-დრამატული თეატრის წარმოდგენა არ ეხმიანება ფესტივალის შინაარსს, თუმცა კონკურსს მიღმა გათამაშებული მონოსპექტაკლი საკმაოდ ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. სპექტაკლი „იუდა” დაფუძნებულია იუდას ბიბლიურ სიუჟეტზე, იუდას აღსარებაზე. საგულისხმოა, რომ თავად რეჟისორს სერგეი პავლიუკს ეკუთვნის სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება. მსახიობი წარმოდგენისას მხოლოდ თიხის საძერწ მანქანას იყენებს და მასთან მუშაობის პროცესში აცოცხლებს იუდას მონოლოგს. სცენაზე მდგარი ერთადერთი რეკვიზიტი არაერთი სიმბოლოს მატარებელია. შეგვიძლია აღვიქვათ, რომ ეს არის ცოდვა, რომელიც მუდმივად ერთ წრეზე ტრიალებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ადამიანი მართავს. ასევე, სხვადასხვაგვარად შეგვიძლია აღვიქვათ რეჟისორის გადაწყვეტა, რომლის მიხედვითაც პერსონაჟს სამჯერ უფუჭდება ნამუშევარი, მეოთხე ცდაზე კი ფიალა იძერწება. საინტერესოა, რომ მთელი ეს პროცესი მაყურებლის თვალწინ ვითარდება, რაც მათ ჩართულობას უწყობს ხელს. სინანული, რომელსაც მთელი ეს მონოლოგი ემსახურება, ეტაპობრივად მიდის საბოლოო შედეგამდე. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი არ იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ენაზე, მსახიობსა და მაყურებელს შორის ემოციათა გაცვლა მოხერხდა, მაგრამ, ვფიქრობ, საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლი, რომელიც თავიდან ბოლომდე აგებულია ტექსტზე და ნაკლებად მოქმედია გამომსახველობითი ან არავერბალური ენა, უმჯობესი იქნებოდა სუბტიტრები საერთაშორისო ენაზე, რაც ხელს შეუწყობდა უკეთ აღქმასა და ჩართულობას.
„ასტიგმატისტები“
„ასტიგმატისტები“ ეს არის სოსო ბაკურაძის „მუნჯი კინო“ სცენაზე, რომელიც გვიყვება ერთი ოჯახის კომიკურ ამბავს. სცენაზე ხუთი მსახიობი დგას (ანა თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, მარიამ ბალახაძე, კოტე ლიპარტენიანი და უჩა მჟავია), თითოეული მათგანის პერსონაჟის ხაზი სხვადასხვაგვარად ვითარდება და ერთდროულად მიმდინარე პროცესები საერთო აურზაურს ქმნის. წარმოდგენის მთავარი მოტივი, რასაც სცენიდან გვეუბნებიან, ის გახლავთ, რომ თითოეული მათგანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს სამყაროს და მათი ურთიერთსაწინააღმდეგო ხედვათა შეჯახება აბსურდულ წარმოდგენას კომიკურ ატმოსფეროს სძენს.
სპექტაკლის კომპოზიტორი სანდრო ნიკოლაძე გახლავთ. მუსიკის როლი უფრო მკვეთრად იკვეთება არავერბალურ წარმოდგენაში, სადაც მთავარი ბერკეტი სწორედ მუსიკაა და მაყურებლისთვის კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინოა თითოეული დეტალი და ცხადია, განსაკუთრებულად ყურადსაღებია წარმოდგენა სრულ თანხვედრაში იყოს მუსიკასთან. „ასტიგმატისტების“ შემთხვევაში სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური გაფორმება შინაგან რიტმსა და მუხტს აძლევს და ერთგვარად აცოცხლებს წარმოდგენას.
„არ დაიდარდო“
ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული პროფესიული თეატრის კონკურსს ფარგლებს მიღმა წარმოდგენილი სპექტაკლი „არ დაიდარდო“ ფესტივალის მეშვიდე დღის დასასრულს მაყურებლისთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა სპექტაკლი იმ ლეგენდარულ ქართველ მოღვაწეებს მიუძღვნა, რომლებმაც ნახევარი საუკუნის წინ შექმნეს ფილმი „არ დაიდარდო“. შემოქმედებითმა ჯგუფმა სცენაზე გააცოცხლა გიორგი დანელიას, რეზო გაბრიაძისა და გია ყანჩელის უკვდავი დანატოვარი. სპექტაკლს გამოარჩევს ანსამბლურობა და ერთიანი ძალა, რაც მაყურებელს არ გამოეპარება, რადგან ეს ყოველთვის აისახება სცენიდან წამოსულ იმპულსებზე. მსახიობები ერთიანი ძალით გვიყვებიან ამბავს ადამიანთა ფასეულობასა და ღირებულებებზე, სიყვარულსა და ურთიერთობებზე. რა არის ადამიანისთვის პრიორიტეტი. ნინა კიკაჩეიშვილის პერსონაჟი აცოცხლებს ყველასათვის საყვარელ სიმღერებს, რაც მაყურებელში ერთგვარ სენტიმენტებსაც აღვიძებს. და ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობები სცენაზე ბოლომდე იხარჯებიან და ქმნიან პერსონაჟთა განსხვავებულ ტიპაჟებს. საინტერესოა, რეჟისორის დასკვნითი სცენის გადაწყვეტა, სადაც შეიძლება დავინახოთ მთელი სპექტაკლის მთავარი ხაზის სათქმელი: ადამიანი მიდის და ტოვებს საკუთარ ლანდს.
მსგავსი სტატიები
- 96საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 96"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 9328 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
- 87დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 85„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ვლადიმერ მენაბდე „მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ და მეღორეობას ან კიდევ…