ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მეექვსე დღეს ვიხილეთ სამი ქართული სპექტაკლი –  თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის „ჩუმად , რეპეტიციაა!“ (რეჟისორი- პაატა გულიაშვილი), სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის „HELLADOS – გაკვეთილი“ (რეჟისორი- ვახტანგ ნიკოლავა ) და თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის „თეთრი ბაირაღები“ ( რეჟისორი- ოთარ  ქათამაძე).

„ჩუმად, რეპეტიციაა“

„ჩუმად , რეპეტიციაა!“ პაატა გულიაშვილის  სარეჟისორო დებიუტია.  მან და პიესის/ინსცენირების ავტორმა თემურ ხუნაშვილმა მიმართეს პრინციპს „თეატრი თეატრში“ .  სიუჟეტის მიხედვით,  შემოქმედებითი ჯგუფი  მუშაობს  რევაზ ინანიშვილის ნაწარმოების მიხედვით-  „ ჩემი წყალ-ჭალის ხმები“  და  „ალალე“ დადგმული სპექტაკლების აღდგენაზე.

სპექტაკლში ნაჩვენებია ის, თუ როგორ  ტარდება  სამაგიდო რეპეტიციები ,როგორი ატმოსფეროა თეატრის კულისებში, რა დამოკიდებულება აქვთ მსახიობებს და საერთოდ, თეატრის თანამშრომლებს  მუშაობისადმი .

აღნიშნული გამომსახველობითი ფორმა   პირანდელოს დრამატურგიის გამოჩენიდან იძენს პოპულარობას  მსოფლიო მასშტაბით და დღესაც არ კარგავს აქტუალობას . პრინციპი „ თეატრი თეატრში“ ჩვეულებრივი მოვლენაა თანამედროვე ქართული თეატრისთვისაც. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ  ყველაზე პოპულარული თანამედროვე ქართული სპექტაკლი – „შეყრა“ (რეჟისორი – დავით დოიაშვილი).აქვე  შეგახსენებთ, რომ  „შეყრა“ 13 ივლისს ესტუმრება ოზურგეთის თეატრს.

დავუბრუნდეთ პაატა გულიაშვილის სპექტაკლს .რეჟისორი მიმართავს გამოსახულების პროეცირებას ,ოღონდ  გაუგებარია რისთვის, რადგან  „ლაივ სტრიმით“ ვხედავთ მაყურებელთა დარბაზში მსხდომ საკუთარ  თავებს   და მეტ  არაფერს.არა და, სპექტაკლის ანოტაციაში წერია, რომ წარმოდგენა ვიდეო კადრების ფონზე იქნებოდა .  მეგონა , რომ  ვიდეო-კადრებში იგულისხმება  ,თუნდაც ძველი სპექტაკლების კადრები .

„HELLADOS – გაკვეთილი“

სენაკის აკაკი ხორავას  სახელობის პროფესიული  სახელმწიფო  დრამატული თეატრისა და დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურის  ცენტრის  ერთობლივი  თეატრალური სტუდიის მოსწავლეებმა   ჩოხატაურის კულტურის სასახლეში წარმოგვიდგინეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი – „HELLADOS – გაკვეთილი“. დადგმის რეჟისორი , სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი- ვახტანგ ნიკოლავაა.

სპექტაკლის სახელწოდებიდანვე  გასაგები ხდება,რომ აღნიშნულ სპექტაკლშიც იქნება გამოყენებული პრინციპი – „ თეატრი თეატრში“,ამაში  ვგულისხმობ იმას,რომ რეჟისორი ქართულის გაკვეთილზე  „აცოცხლებს“ დუმბაძის  მოთხრობას .

სპექტაკლში ბევრი სხვადასხვა ასაკის ბავშვი იღებს მონაწილეობას. მათი მრავალრიცხოვნობის მიუხედავად , თითოეულ მათგანს ეძლევა გარკვეული  ამოცანა და არც  ერთი მათგანის როლი არაა მიჩქმალული . პირიქით, რეჟისორმა წინ წამოწია რამდენიმე ბავშვის მუსიკალური ნიჭიც კი , და ვიოლინოზე დააკვრევინა ,ხოლო  ეს ნიჭი ორგანულად შეაზავა სიუჟეტთან .

ვფიქრობ,რომ  მოზარდებთან ნოდარ დუმბაძის  „HELLADOS-ის“  დადგმა ძალზე ლოგიკურია,რადგან  სტუდიის მოსწავლეთა  უმეტესი ნაწილი  იანგულისა და ჯემალას ასაკშია ,  შესაბამისად , მათთვის  განსაკუთრებულად  აქტუალური  იქნება მოთხრობაში წამოჭრილ საკითხებზე მუშაობა.

რაული კიკალეიშვილის ჯემალი და  ცოტნე კაციას იანგული გამოირჩევიან სცენური გულწრფელობითა  და პარტნიორობის გაწევის უნარით. ორივე მოსწავლეს მაქსიმალურად გათავისებული აქვს თავისი  პერსონაჟის  გრძნობათა ბუნება . ასევე მსურს გამოვყო,ასაკით გაცილებით უმცროსი მსახიობები – რომან ტყებუჩავა   და  მანუჩარ დგებუაძე. ისინი სპექტაკლს განსხვავებულ ელფერსა  და სიხალისეს სძენდნენ . რომან ტყებუჩავა პატარა ჩოკინას როლს  ასრულებდა  და გულიანად გასძახოდა –  „იიააა“ და მაყურებელს საკუთარ თავს ამახსოვრებდა თავისი   ხმით, მიხვრა-მოხვრებითა და  მზერით. . მანუჩარ დგებუაძე კი,  „ძველი ბიჭის“, პეტიას განასახიერებდა . მოზარდმა თავისი პერსონაჟის ბუნება ჩააქსოვა ხმაში , მიმიკასა და მოძრაობაში.

მოზარდების შესრულებამ  დადგმას თავისებური სენტიმენტალურობა შესძინა  . „HELLADOS-მა“  ყველა თაობის მაყურებელს    შეახსენა ის ,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია  მეგობრობა, პატივისცემა და სამშობლოს სიყვარული.

„თეთრი ბაირაღები“

მოგეხსენებათ, ფესტივალის მიზანი  ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებისა და  საერთოდ, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაა. შესაბამისად, გასაკვირიც არაა ის,რომ   ექვს დღეში დუმბაძის  სხვადასხვა ნაწარმოების ხუთი სცენური ვერსია ვიხილეთ.

მეექვსე  დღეს , ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ესტუმრა  თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი სპექტაკლით – „თეთრი ბაირაღები“ ,რომლის რეჟისორიოთარ  ქათამაძე გახლავთ.

აღსანიშნავია,რომ ახმეტელის თეატრის რეპერტუარში „ თეთრი  ბაირაღები“ არაა ერთადერთი დუმბაძის მიხედვით დადგმული სპექტაკლი. თეატრის ერთ-ერთი პოპულარული სპექტაკლი ,სწორედ „ჰელადოსია“.

მარიკა კვაჭაძის სცენოგრაფია ციხისათვის დამახასიათებელ ატმოსფეროს ქმნის – ნაცრისფერი ,უსიცოცხლო კედლები, ორსართულიანი საწოლები და  სცენის ზედა ნაწილში – დაკითხვის ოთახი .

აღსანიშნავია ის,რომ რეჟისორი ზედმიწევნით მიჰყვება ტექსტს და არანაირი სიახლე არ შეაქვს  თავის დადგმაში. მგონია,რომ ინტერპრეტირებით დუმბაძის ტექსტი ახლებურად აჟღერდებოდა და მეტ აქტუალობას შეიძენდა  და მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ მისცემდა. ახალგაზრდა რეჟისორისგან უფრო მეტი მოლოდინი მქონდა , მეგონა , რომ საბჭოთა პერიოდის რომანს ახალი კონცეფციით დადგამდა  და არ გაიმეორებდა წინამორბედების შტამპებს .

ანასტასია ჩერნეცოვა

მსგავსი სტატიები

  • 90
    ფესტივალის მესამე დღეანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის  მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მესამე დღე მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. შესაძლებლობა გვქონდა გვეხილა ოთხი სპექტაკლი -ესპანეთის Travía Teatro-ს კომედია „მოგზაურობა პანიკიაზე“(რეჟისორი- ქრისტინა იანე) ,ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის „ვანო და ნიკო“ (რეჟისორი - მარიამ სიხარულიძე), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრის „მოდინახე“ „თეთრი ბაირაღები“( რეჟისორი- ნუგზარ ბუცხრიკიძე)…
  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 78
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 78
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 78
    „წერილი ნაძვებს“ და „სოფელსა შინა“ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღეს ვიხილეთ  ორი სპექტაკლი -აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის „წერილი ნაძვებს“, გოდერძი ჩოხელის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით( რეჟისორი - ნიგარ გულაჰმადოვა)   და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დადგმა - „ სოფელსა შინა“, მიხეილ ჯავახიშვილის პიესის „შერცხვენილნი“ მიხედვით (რეჟისორი…