დღეს, ოზურგეთში, საზეიმოდ გაიხსნა „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტის, საქართველოს დამფუძნებელთა კრების წევრის, 1919-1920 წლებში თბილისის მერის, ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტი.
ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში გაიმართა კინორეჟისორის ირაკლი მახარაძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „დაბრუნება“ ჩვენება.
საღამოს უძღვებოდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე.
დამსწრე საზოგადოებას მიმართეს: ბიზნესმენმა, კომპანია „გალფის“ დამფუძნებელმა ივანე ნაკაიძემ, კინორეჟისოემა, მწერალმა და მკვევარმა ირაკლი მახარაძემ; ბენია ჩხიკვიშვილის შვილთაშვილმა ეკა ჩხიკვიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ, რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა.
საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი.
მსგავსი სტატიები
- 57დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 51საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 46საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 45ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 42სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…