საინტერესო პოლემიკა წამოიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ქალაქის შემოსასვლელში, გმირთა მოედნის შუაგულში თუ რა უნდა გაკეთდეს,:
_„ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანი და მისი ცენტრალური სივრცე – წრე, უკვე წლებია ცარიელია. მოვიდა დრო ვიმსჯელოთ და #ერთად გადავწყვიტოთ თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ადგილას. რას იტყვით ჩემო ძვირფასო ოზურგეთელებო, გურულებო? ჩვენი კუთხის ისტორიამ და ჩვენმა წინაპრებმა არ დაიმსახურეს აქ რამე გამორჩეული დაიდგას მათი გმირული თავგადასავლების აღსანიშნავად – ისეთი, რომ აქაურებს სიამაყით აგვავსებს და ოზურგეთში ჩამოსულ სტუმარსაც გურულების ამბავს მოუყვება?! ასეთი სივრცის გამოუყენებლობა არ შეიძლება.“ _წერს ავთანდილ თალაკვაძე.
აღნიშნულ თემას გამოეხმაურა ფართო საზოგადოება. ბუნებრივია არის აზრთა სხვადასხვაობა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ტემაზე პოლემიკას..
ერთ-ერთი პრაგმატული იდეა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა ავთანდილ სურგულაძეს ეკუთვნის , რომელზეც ადრეც ყოფილა საზოგადოებაში საუბარი:
„მინდა ჩემი მოკრძალებული იდეა შემოგთავაზოთ!მსოფლიოს ცნობილი ფოლკლორისტები აღიარებენ, რომ ქართული მრავალხმიანობა შეუდარებელია და მათ შორის ცალკე გამოყოფენ გურულ სასიმღერო ფოლკლორს,რომლის თავიებურებას და”კრიმანჭულს”(იოდლი)აღტაცებაში მოვყავს მუსიკის მოყვარულები.ცნობილი ქართული ფოლკლორული ანსამბლები აღიარებენ,რომ მათი კონცერტების დროს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ,ყველაზე მეტი ოვაცია და აპლოდისმენტები გურულ,კრიმანჭულიან სიმღერბს მოყვება ხოლმე.ამაყად შეგვიძლია ვთქვათ,რომ გურულ სასიმღერო ფოლკლორს ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში,რის შესახებაც მრავალი ცნობილი მკლევარი და ფოლკლორისტი წერს.ამიტომ მიმაჩნია,რომ რადგანაც ოზურგეთი იწოდება “ფოლკლორის ქალაქად”,ხსენებულ მოედანზე დაიდგას გურული სიმღერის ქანდაკება.ამ ქანდაკების ესკიზი წლების უკან შექმნა ცნობილმა არქიტექტირმა,აწ გარდაცვლილმა საყვალა სალუქვაძემ(შემიძლია ესკიზი მოგაწოდოთ)აუცილებელია ამ იდეის სრულყოფისათვის გამოცხადდეს კონკურსი.დარწმუნებული ვარ აღნიშნული ქანდაკება თემატურად უპასუხებს ჩვენი ქალაქის “ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქი” ხმამაღალ განაცხადს,რომელსაც ჩვენი ღირსეული წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ!“_წერს ავთანდილ სურგულაძე.
მსგავსი სტატიები
- 69საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 69"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 67ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 66დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 63ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…