ხვალ, ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტი გაიხსნება.

დღეს კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულ მუზეუმში პროექტის ფარგლებში _ იცოდე შენ, გააცანი სხვას“ საჯარო ლექცია გამართა კინორეჟისორმა, მწერალმა, მკვლევარმა, არაერთი ფილმისა და წიგნის ავტორმა  ირაკლი მახარაძემ  – თემაზე _ვინ იყო ბენია ჩხიკვიშვილი (გმირის აღმოჩენა).

ირაკლი მახარაძე მუზეუმის დარბაზში მყოფთ წარუდგინეს მუზეუმის დირექტორმა ლანა ქავთარაძემ და  მუზეუნის ფონდების მცველმა მანანა ლომაძემ.

ირაკლი მახარაძემ დარბაზში მყოფ საზოგადოებას გააცნო არაერთი უცნობი ფურცელი ბენია ჩხიკვიშვილის ცხოვრებიდან, რომელიც უკავშირდება „გურიის რესპუბლიკას“, ნასაკირალის შეიარაღებულ აჯანყებას,რეფორმებს,  მის გასამართლებას, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში მის ბათუმისა და თბილისის გენერალ-გუბერნატორობას, 1924 წელს და ა.შ.მანვე ისაუბრა გურული მხედრების შესახებაც.

დარბაზში დაისვა კითხვა,სხვადასხვა მოვლენების გამო  ქ. ოზურგეთში მცირედ არის შემორჩენილი ისტორიული შენობები. თუმცა არის რამდენიმე კონსტრუქციზმის პერიოდის შენობა (კინოთეატრი „ოზურგეთი,“ ოზურგეთის ქალაქის მერიის ისტორიული შენობა, ლიბერთი ბანკი), ასევე მე-18  საუკუნეში ყოფილი გურიელების სასახლე, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი უნდა მიენიჭოთ.

ირაკლი მახარაძის აზრით, სასურველია ამისათვის შედგეს პეტიცია და გამოთქვა მზადყოფნა, რომ მის მომზადებაში თავადაც მიიღებს მონაწილეონას.

ირაკლი მახარაძე ავტორია ფილმებისა: „ბენია,“„მხატვარი და მაწანწალა,“„შალვა ქიქოძე,“„ველური დასავლეთის მხედრები,“„სახლი ლხინისა,“„ვინც მოვიდა გაუმარჯოს!“, „დიმიტრი შევარდნაძე,“„გურული ფირალები,“„არმოსავლეთის ექსპრესი,“„ვაჟკაცს კრგ უნდა ჰყვანდის ცხენიო,“, ლელოს შემობრუნება“(ლერი სიხარულიძესთან და პაატა ტაბაღუასთან ერთად.“

გამოცემული აქვს წიგნები: „ველური დასავლეთის მხედრები,“„ერთი მუჭა ვესთერნი,“„გურული ფირალები,“„ტერორისტები,“ (ლაშა ხეცურიანთან ერთად); „ერთხელ ამერიკაში _უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები,“„ქართველები ამერიკაში,“დიადი მუნჯი (ლიტერატურული პრემია საბა“-ს 2015 წლის ლაურეტაი); „გურიის რესპუბლიკა,“ „კანვოი რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები,“„ბენია ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომი,“ „ბახუსის მოყვარულები,“გურული გენერლები (მამუკა გოგიტიძესთან ერთად); „ერთხელ გურიაში.“

ასევე ამერიკაში გამოვიდა მისი „ქართველ მხედართა ტრიუკები ამერიკის ველური დასავლეთის შოუებში 1890-1920 წ.წ.).

 

 

მსგავსი სტატიები

  • 63
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 50
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 48
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 48
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 47
    საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა.საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნების მიხედვით: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და…