დღეს, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ენათმეცნიერის, ონამასტიკოსის, ფაზისის საერო აკადემიის წევრის ქეთევან გოდერძიშვილის წიგნის „ისტორიისა და რწმენის გამოძახილი ლექსებით“ პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ასევე სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
„ქრონოლოგიური ასპექტით წარმოდგენილი ეს ლექსები გამთბარია საქართველოს ისტორიის, ქრისტიანული სარწმუნოების, ჩვენი ქვეყნის ცნობილი საერო და სასულიერო პირების დიდი სიყვარულით. გარდა მხატვრულობისა, ეს ლექსები გამოირჩევა შემეცნებითი ხასიათით და მათში ჩანს ღრმა ცოდნა ბიბლიისა თუ საქართველოს ისტორიისა“_წერს პროფესორი ნოდამ ბართაია თავის წერილში.
წიგნის პრეზენტაცია გახსნეს ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ლანა ქავთარაძემ და მუზეუმის ფონდების მცველმა, ფაზისის საერო აკადემიის წევრმა  მანანა ლომაძემ.
ქალბატონმა ქეთევან გოდერძიშვილმა ისაუბრა თავისი წიგნის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის წინაპირობა, რამაც გადააწყვეტინა თითოელი ლექსის შექმნა. ისაუბრა ქართული სამყაროდან პირველი მეფე სიენის, ფარსმან მეორე ქველის, პირველი ქართველი დედოფლის _ ფარსმან მეფის მეუღლის ღადანას, აშოტ კურაპალატის, დავით აღმაშენებლის, დიდგორის ბრძოლის, თამარ მეფისა და სხვათა შესახებ.
ქეთევან გოდერძისშვილის შემოქმედების შესახებ ისაუბრეს, ცნობილმა ისტორიკოსმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, გაზეთ „ალიონის“ რედაქტორმა, ფაზისის საერო აკადემიის წევრმა ნუგზარ ასათიანმა.

მსგავსი სტატიები

  • 70
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 66
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 58
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 57
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 56
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…