ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერთან, დავით კობერიძესთან
კომპანია „ბახვი ჰესი“ ამჟამად სამშენებლო ნებართვის მოლოდინის რეჟიმშია. თუმცა, მას შემდეგ, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გამოსცა კომპანიის ორივე (ბახვი 1 ჰესი – ივნისი, 2022 წ. და ბახვი 2 ჰესი – მაისი, 2023 წ.) ჰიდროენერგეტიკულ პროექტზე, კომპანია ეგრეთ წოდებულ წინა სამშენებლო ეტაპზე გადავიდა.
- ბატონო დავით, რას გულისხმობს წინა სამშენებლო ეტაპი და რა სამუშაოები ტარდება ამ დროს?
- მოგესალმებით, დიდი მადლობა ინტერესისათვის. წინა სამშენებლო ეტაპი გულისხმობს სამშენებლო სამუშაოებისთვის მზადებას. საკმაოდ დატვირთული პერიოდი გვაქვს ამჟამად, ერთის მხრივ, კონტრაქტორების შერჩევა, ტენდერები, კონტრაქტები, მეორეს მხრივ სამშენებლო ეტაპისთვის მზადება. აქტიურ ფაზაშია ჩვენი ყველა სოციალური პროექტი. მოგეხსენებათ, ჩვენი სოციალური პროგრამა მთისპირსა და ჩხაკაურაში 2021 წლიდან დაიწყო და წარმატებით ვითარდება. ჩვენი გუნდი, გარემოსდაცვითი საკითხების, მოსახლეობასთან ურთიერთობის, თუ ტექნიკური მენეჯერები, ასევე, იურისტები, ფინანსისტები, კომუნიკაციების სამსახური, ყველა აქტიურადაა ჩართული მიმდინარე თემებში. აუცილებელია, სწორი დაგეგმვა და მენეჯმენტი, იმისთვის, რომ მშენებლობის ეტაპი მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში წარიმართოს.
- მოგეხსენებათ, გარემოსდაცვითი საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ინტერესით გაჯერებული თემაა მოქალაქეებისათვის და რამდენად გათვალისწინებულია წინა სამშენებლო ეტაპზე სამუშაოების ისე დაგეგმვა, რომ გარემოსდაცვითი პრინციპები ზედმიწევნით ეფექტიანად იყოს დაცული და აღსრულებული?
- გარემოსდაცვითი საკითხები მნიშვნელვანი თემაა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე კომპანიაში მომუშავე ყველა თანამშრომლისათვის. სწორედ ამიტომ, თავის დროზე, ჯერ კიდევ 2021 წელს და შემდგომ 2022 წელსაც ბახვი ჰესის ორივე პროექტისთვის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მოსამზადებლად, მოვიწვიეთ უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც არა მხოლოდ შეისწავლეს არსებული გარემო სამშენებლო პერიმეტრზე, არამედ მოგვცეს სამოქმედო გეგმა, რაც გულისხმობს სამუშაოების ისე წარმოებას, რომ რიგ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედება ავიცილოთ ან შევარბილოთ. როცა საკითხი გარემოს დაცვას ეხება, შესაბამისი ღონისძიებების გატარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხდება ჩვენს კომპანიაში.
- მაგალითად, ტყის განაშენიანებას გულისხმობთ?
- ზუსტად, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი ახსენეთ. კომპანია, კეთილი ნების ფერგლებში და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვალდაკვალ, გეგმავს 60 ჰექტარი ტყის განაშენიანებას. ამჟამად მოწვეული ექსპერტები, რომლებიც კომპანია „ეკოლუშენს“ წარმოადგენენ, მუშაობენ ამ ტერიტორიის მოძიებაზე. მოგეხსენებათ, სამოცი ჰექტარი არაა პატარა ტერიტორია და სწორედ განაშენიანების გეგმის ფარგლებში ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, სპეციალისტებთან ერთად ტერიტორიების მოძიება, სადაც დავრგავთ ამ კონკრეტული არეალისთვის შერჩეულ ენდემური ჯიშების ნერგებს, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ტყედ იქცევა, ასევე ხელს შევუწყობთ მეჩხერი ტყის საფარის განაშენიანებას. საკონსულტაციო კომპანია „ეკოლუშენს“ტყის განაშენიანების გეგმა მიმდინარე წლის შემოდგომას ექნება მზად. ჩვენი კი, ჩენის მხრივ მას აუცილებლად გავასაჯაროებთ.
- ამჟამად თუ მიმიდნარეობს რაიმე სახის მოსამზადებელი სამუშაოები სამშენებლო პერიმეტრზე?
- ჩვენი გათვლებით, სამშენებლო ნებართვას ორივე პროექტისთვის ბახვი ჰესი 2023 წელს მიიღებს. თუმცა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღების შემდეგ, პროცედურულად, ჩვენ გვქონდა საშუალება მოგვეთხოვა ნებართვები, რომელიც მოგვცემდა საშუალებას დაგვეწყო კონკრეტული სამუშაოებიარეალის მოწესრიგების მიზნით. შესაბამისად, მივმართეთ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყით სარგებლობის დეპარტამენტს. შედეგად, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მოგვანიჭა განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება ორივე პროექტის არეალში. ასევე, მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს წერილით, ბახვი ჰესის განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში, სახელწიფოს საკუთრებში არსებულ არასასოფლო – სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო ბანაკის განთავსების უფლების შესახებ, რისი ნებართვის მოპოვებაც შესაბამისად განხორციელდა.
- ბატონო დავით, ნებართვების აღსრულება დაწყებული აქვს უკვე კომპანიას, თუ ეხლა უნდა დაიწყოთ სამუშაოები?
- წინა მოსამზადებელი სამუშაოები რა პერიმეტზეც გვაქვს გარკვეული სამუშაოების წარმოების უფლება, დაწყებულია. რაც შეეხება სამშენებლო ბანაკს, ამ საკითხთან მიმართებაშიც მიმდინარეობს სამუშაოები. შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ორი ოფისი გვექნება, ერთი ოზურგეთში, სადაც იმუშავებენ ის ადამიანები, რომელთა სამუშაო არ მოითხოვს ბანაკის პერიმეტრზე განთავსებას. რაც შეეხება ტექნიკურ გუნდს, ის განთავსებული იქნება სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე.
- 2023 წლის პირველი ნახევარი მიიწურა და როგორ შეაჯამებდით პირველ 6 თვეს, მიდის თუ არა გეგმის მიხედვით პროცესი, რაიმე შეფერხებებს ხომ არ აქვს ადგილი?
- ჩვენი სამუშაო დღის წესრიგი საკმაოდ დინამიური და მრავალმხრივია. აქტიურ ფაზაში ვართ და უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის ასეა 2021 წლიდან მოყოლებული. სამუშაო ბევრია და რაც მთავარია საინტერესო. განსაკუთრებით საინტერესოა ის სოციალური პროექტები, რომელიც კომპანიის კეთილი ნებაა და რომლის განხორციელებაც ჯერ კიდევ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშების მზადების პარალელურად დავიწყეთ. ორწელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც რეგიონში შემოვედით და სოციალური პროექტების განხორციელება დავიწყეთ და დღეს უკვე, თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ თუ რა მასშტაბებეზე გავედით ამ მხრივ. თითოეული პროექტი, რომელსაც ვაკეთებთ ადგილობრივ ხალხთან ერთად, გათვლილია გრძელვადიან შედეგზე და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობაზე.
- ბოლოს რომ შევაჯამოთ, როგორ შეაფასებდით ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარებას საქართველოში?
- საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობით, ორგანიზაციები, რომლებიც კლიმატის მიმართულებით მუშაობენ, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 2023 წლის ივლის ყველაზე ცხელი ივლისი იყო ისტორიაში, მას შემდეგ რაც ტემპერატურის გაზომვა დაიწეს ადამიანებმა. მეცნიერებმა ტერმინი გლობალური დათბობა, შეცვალეს გლობალური დუღილის ტერმინით. განსაკუთრებით ამ ვითარებაში, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ და კარგად გავიაზროთ განახლებადი ენერგიების სარგებელი. თითოეულმა ქვეყანამ უნდა იზრუნოს, რომ მაქსიმალურად შეამციროს კლიმატზე გავლენა, რაც გულისხმობს სათბურის აირების გაფრქვევის შეჩერებას, ამ მხრივ კი ჰიდროელექტროსადგურები აღიარებულია, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რადგან ჰესის ოპერირების დროს არ ხდება სათბურის აირების გაფრქვევა და შესაბამისად ხელი ეშლება გლობალურ დათბობას. შესაბამისად, მნიშნელოვანია ქვეყანა დაფიქრდეს და მომავლის ენერგიებად აირჩიოს განახლებადი ენერგიები, რაც გულისხმობს ჰიდრო, მზის და ქარის სადგურების მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას. თუმცა, აქ უნდა ითქვას, რომ განახლებად ენერგიებში ჰიდროს როლი შეუცვლელია, რადგან მხოლოდ ჰიდროა სტაბილური, უწყვეტი და მუდმივი. ქარის და მზის სადგურებისთვის კი, საჭიროა კონკრეტული პირობები და ენერგიის წარმოება გარემო პირობებზე დიდწილადაა დამოკიდებული.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 79დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 73ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 71"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 70ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 70გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…