ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის  სპეციალური თერაპიის კურსი გრძელდება. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“, ინიციატივის მხარდამჭერი კომპანია ბახვი ჰესი, რომელიც აფინანსებს მოცემულ ინიციატივას, პარტნიორი კი, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც პროექტში მონაწილე პირების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

პროექტის მიზანიასპეციალური თერაპიული ჯგუფური მუშაობის პრინციპით შშმ პირების მშობლებისათვის  ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ტრენინგს უძღვება „ფსიქოთერაპიული სივრცის“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი  ნინო კერესელიძე.

„ორგანიზაცია ქალები ქალებისთვის“ აკეთებს ჯგუფურ შეხვედრებს ქალბატონებისთვის, რომელთაც ჰყავთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები. უკვე 5 შეხვედრაგაიმართა.ლექციები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა, როგორ უნდა მოხდეს სტრესის დაძლევა, ემოციების მართვა დასირთულეებთან გამკვლავება.დღევანდელ რეალობაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა, რომლებიც ზრუნავენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე,იგრძნონ საკუთარი თავი არა მარტო და განყენებულად, არამედ დაინახონ, რომ მათზე ზრუნავენ და დაინტერესებული არიან მათი ემოციური მდგომარეობით.

პარალელურად, ჩვენი ფსიქოლოგები მუშაობენ ბავშვებთან. კერძოდ, ვაკეთებთ სხვადასხვა თამაშს, ვხატავთ, რათა დედებს მაქსიმალურად მიეცეთ საშუალება, რომ ჩართულები იყვნენ პროცესში“,- განაცხადა ფსიქოთერაპევტმა, ნინო კერესელიძემ.

„ეს პროექტი ჩვენი ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება. ფსიქოლოგის კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანია. ტრენინგების ფარგლებში მშობლები ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, შთაბეჭდილებებსა და პრობლემებს“,- განმარტა პროექტის მონაწილე მშობელმა, ცისია ბერძენიშვილმა.

„ბახვი ჰესი, აღნიშნულ პროექტს კომპანიის სოციალური პროგრამის ფარგლებშიაფინანსებს. გარდა ამისა, ზოგადად, ჩვენი სოციალური პროგრამა ასევე მოიცავს შშმ პირების დახმარების კომპონენტსაც. მიგვაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი მშობლების გაძლიერება, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების ფონზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. სამწუხაროდ, შშმ პირები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების სათანადო და სრულყოფილ რეალიზებას. ეს პრობლემა კი, განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში დგას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ის სარგებელი, რაც ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს რეგიონისთვის მოაქვს, თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს საზოგადოების ყველა თანაბარუფლებიან წევრზე, სწორედ ამ მიზნის მიღწევაა ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა და სწორედ ამ მოტივით ვახორციელებთ ჩვენს სოციალურ პროექტებსაც. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფსიქოთერაპიული კურსის ინიციატორს,პირველ რიგში, მსგავსი სარგებლის მომტანი პროგრამის შემუშავებისთვის და ასევე იმისთვის, რომ პროექტის განხორციელებაში ჩართვის საშუალება მოგვეცა“, – განაცხადა ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

შშმ პირების მშობლებისთვის ფსიქოთერაპიული კურსი ერთ წლიანი პროექტია. 2023 წლის განმავლობაში კისულ 10 შეხვედრაა დაგეგმილი.

იხ. ბმული https://www.facebook.com/100079858148244/videos/977882190099036/

მსგავსი სტატიები

  • 58
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 58
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 56
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 55
    ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისთვის ფსიქოთერაპიული კურსი დაიწყოჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის ფსიქოთერაპიული მხარდაჭერისკურსი დაიწყო. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის, საინიციატივო შეხვედრები გურიაში“, ინიციატივის მხარდამჭერი კომპანია „ბახვი ჰესი,“ პარტნიორი კი, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც პროექტში მონაწილე პირების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია ფსიქოთერაპიული ჯგუფური მუშაობის პრინციპით შშმ პირების მშობლებისათვის  ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ტრენინგს…
  • 53
    საქართველოს პრემიერმინისტრის საახალწლო მილოცვასაქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ახალი – 2023 წელი მიულოცა. „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერის საახალწლო მილოცვის სრულ ტექსტს გთავაზობთ: „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა…