მოგესალმებით მეგობრებო!!!
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა გაგიზიაროთ შემდეგი, რომ ბახმაროს მიმართულებით მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 16 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტია, რომელი პროექტითაც ახალი ასფალტირებული გზა იქნება ბახმაროს ცენტრამდე, გახსოვთ ალბათ დაახლოებით 2 თვის წინ იყო გადაუღებელი 4-5 დღიანი წვიმა, რომელმაც პრობლემა შეუქმნა ჩოხატაურს, იყო წყალდიდობები, მდინარის ადიდება და ა.შ.
შესაბამისად ადიდდა ბახვისწყალი და პრობლემა შეუქმნა პიონერის და უჩხუბის ქუჩებზე მცხოვრებლებს, იცით თქვენ რომ ბახვისწყალი თითქმის გზაზე გადმოვიდა, ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეგვარებინა ეს პრობლემა, რადგანაც ყველანაირი ტექნიკა ბახმაროშია მობილიზებული და დავიწყეთ ბახვისწყლის კალაპოტის ფორმირება, გასწორხაზოვნება, გაბიონების და ჯებირების გაკეთება, ასევე დაღრმავება და გავაკეთეთ დამაკავშირებელი ზემოაღნიშნულ ქუჩებთან, ასევე ვცდილობთ მოვიპოვოთ შესაბამისი ფინანსები ამ ადგილზე სამანქანო ხიდის გაკეთების. მინდა იცოდეთ, რომ ყველა პროცესი კანონიერად მიმდინარეობს, რომლის მონიტორინგსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობაც ახორციელებს, ის რომ შოვზე უარესი მოხდება, ის რომ ბახმაროს პატრონი არ ყავს, ის რომ არავის არაფერი არ აინტერესებს არის ძალიან აზრს მოკლებული. მინდა მოგიბოდიშოთ შეფერხებისთვის, მაგრამ შემდეგ სეზონზე მოწესრიგებული ახალი და კარგი გზა გვექნება, აქვე გეტყვით რომ ფერისცვალების დღესასწაული ჩატარდება ძალიან მოკრძალებულად, იქნება ტრადიციული დოღი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები და არ იქნება კონცერტი. წარმატებებს გისურვებთ _წერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე.

მსგავსი სტატიები

  • 91
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 90
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 85
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 84
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 76
    ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო ცხემლისხიდში  გუშინ, 12 სექტემბერს, სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ მუზეუმში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით პოეტ ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. „ძალიან რომანტიული სამყარო იყო და სასიამოვნო გარემო... ქართული სულით გაჟღენთილი ლექსი და სიმღერა... ძლივს მოვისმინე ქართული მხატვრული კითხვა... ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც ძალიან, ძალიან გვაკლია და გვენატრება ყველას“…