„ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქცია, ამ წუთებში, რუსთაველის მეტროსთან მიმდინარეობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მოქალაქეები, რომლებიც თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, მსვლელობით რუსთაველის მეტროსთან მივიდნენ. ამ წუთებში პოლიტიკოსები სიტყვით მიმართავენ აქციაზე შეკრებილებს.
მათი განცხადებით, დღევანდელი აქცია ეხმაურება „ქვეყანაში არსებულ ვითარებას – დემოკრატიის მოშლას”. ამასთან, ისინი მოქალაქეებს 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
„აქ ქვეყანაში არ არის მოღალატეების და კრიმინალების ადგილი – საქართველო ივანიშვილის გარეშე. ვიბრძოლებთ ბოლომდე“, – აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სიტყვით გამოსვლისას.
ipn.ge
ipn.ge ფოტო
მსგავსი სტატიები
- 78
გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის… - 77
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 75
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის… - 75
საფრანგეთში მდებარე ლევილის ქართველთა მამული ოფიციალურად გაიხსნა. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ იგი გადაიქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში. ლევილის მამული 1922 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ლევილის მამული შეიძინა. 2016 წელს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, პირველი რესპუბლიკის მთავრობის ანდერძის… - 74
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…