გუშინ, „პროგრესის სახლში“„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ორგანიზებით, პროექტის „გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება _სამოქალაქო კეთილდღეობისთვის“ შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა.

_ „პროექტი თავისი შინაარსით ემსახურება „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ინსტუტიციურ გაძლიერებას, გამჭირვალობას და ანგარიშვალდებულებების გაზრდას. ყველა აქტივობა სწორედ ამ მიზნების სრულყოფას ემსახურებოდა. მაგალითად, კომუნიკაციის სტრატეგია ხელს შეუწყობს ეფექტურ თანამშრომლობას მუნიციპალიტეტთან, მედიასთან, ამოქალაქო სექტორთან და საზოგადოებასთან, ხოლო ვებ.გვერდის საშუალებით „სიპისის“ გუნდი კონსულტაციებს გაუწევს დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებს, რომელთა ჩართულობის ხელშეწყობა ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“,_განაცხადა პროექტის მოწვეულმა ექსპერტმა ნანა ვასაძემ.

შემაჯამებელ ფორუმში მონაწილეობდნენ; პროექტის დირექტორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთი ხომერიკი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეშვილი, საკრებულოს აპარატის უფროსი, თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა თავდუმაძე; ლევან მჟავანაძე (პროგრესის სახლი), კახა ლომაძე (სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო), ლევან ხინთიბიძე (დემოკრატიული განვითარების კავშირი) და სხვები.

 

მსგავსი სტატიები

  • 75
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 62
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 62
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 60
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 58
    ,,წაიღე ჩემი სევდა!“დღევანდელი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობრივი ექსტრემიზმი. ჩვენს ირგვლივ გარემო წალეკა ფემიციდის, სიუციდის, ჰომოფობიის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფრუსტრირება და სოციალური დაუკმაყოფილებლობა მიგვაჩნია. ჩნდება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს კი თავის მხრივ ზრდის აგრესიის განხორციელების ალბათობას. ჩვენში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იმატა მოლოდინებისადმი…