ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის გაყიდვის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნულ ადგილს „ვერავინ გაყიდის“.

_„არსებობს ასეთი სივრცითი დაგეგმარების კოდექსი, მოკლე სათაური რომ ვთქვა, სადაც წერია ასეთი რაღაც: მეექვსე ნაწილში, 97-ე მუხლის. სკვერში, ბაღში და ა.შ. სკვერში, ამ შემთხვევაში, შეიძლება აშენებულ იქნას მხოლოდ საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა. თემა ამით არის დახურული. ვერავინ იმ ადგილს ვერ გაყიდის.

ფიზიკურად, პრაქტიკაში შეუძლებელია, რომ სკვერის ნაწილი, იქ იყიდებოდა 95 კვადრატი, გავერკვიეთ დეტალებში გუშინ, 2000 კვადრატია თუ მეტი სულ, სკვერის ნაწილი გაიყიდოს. ჩვენს მუნიციპალიტეტებს, საკრებულოებს, დღეიდან ყველას ვთხოვ, კარგად დაიმახსოვრონ, სკვერის გაყიდვა იმ მიზნით, რომ იქ რაღაც აშენდეს, არის შეუძლებელი და ვერ გაიყიდება, ეს იქნება მაგალითი ყველასათვის, რომ ასეთი ინტერპრეტაციები ვეღარ და აღაც მისცენ. თუ არის სკვერი, თუ არის ასეთი დანიშნულების რეკრეაცია, ვერ მოაჭრი იმას რაღაც ნაწილს და ინტერპრეტაციას ვერ გაუკეთებ, რომ ეს აღარ არის ამ დანიშნულების და ავაშენებ სხვა რაღაცას. რაც არ უნდა საერთო სარგებლობის იყოს, ბანკი და ა.შ. ვერ აშენდება. იმიტომ, რომ უნდა ჰქონდეს თან საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი დატვირთვა, ამიტომ ეს თემა დახურულია”, – ამბობს მდინარაძე.

3 სექტემბერს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.

პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. თუმცა, ჩიგოგიძე ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობას უარყოფს.

შსს აღნიშნულზე განცხადება გააკეთა და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის ნაწილი  იყიდებოდა, სადაც სამომავლოდ მშენებლობა იგეგმებოდა.

მსგავსი სტატიები

  • 69
    სევდიანი იუმორი და მოწოდება: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როცა წასაგებადაა განწირული“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი სცენიდან  რეალურ ყოფამდე თუ,  შელამაზებული, დახვეწილი ურთიერთობების მიღმა არსებულ მეორე „განზომილებაში“  ჩარჩენილ ადამიანთა მარათონი უზნეობის, სიხარბის, უსუსურობის, მლიქვნელობის..., ერთიან ჩარჩოში. ჩარჩოში, რომელსაც გარე სივრცესთან ფანჯრების დაბზარული, თუ ჩატეხილი მინები, და  სხვადასხვა ემოციის და მოქმედების გამომხატველი ხელები აკავშირებს. ეს ყველაფერი ინაცვლებს სპექტაკლში  „იმერული რეკვიემი“, რომლის  ჩვენება,  გაიმართა  ოზურგეთის…
  • 68
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 68
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 66
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 61
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…