დღეს, ქ. ოზურგეთში იმყოფებოდა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელმაც ქ. ოზურგეთში და სოფელ მერიაში მდებარე სოციალურად დაუცველთა საერთო საცხოვრისები მოინახულა.
სახალხო დამცველი გაეცნო ორთავე სოციალურ საცხოვრისში არსებულ ვითარებას, ესაუბრა მობინადრეებს და შემდეგ გაზეთ „ალიონთან“ გააკეთა კომენტარი:
_ ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, პრიორიტეტულია საკითხები, რომელიც უკავშირდება ადამიანის სოციალურ მდგომარეობას. ამ მიზნით, მე პირადად დავდივარ და ვაკონტროლებ სოციალურ საცხოვრისებს საქართველოში.
დღეს ჩამოვედი ქ. ოზურგეთში და სოფელ მერიაში და შევხდი იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომელთა მდგომარეობა აბსოლუტურად შეუსაბამოა, როგორც უსაფრთხოების სტანდარტების, ისე ელემენტარული ცხოვრების პირობებისთვის.
ორთავე საცხოვრისში მოუწესრიგებელია კანალიზაციის სისტემა, შენობებში, რომლებშიც ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, არაა ადაპტირებული გარემო.
შენობები არაა შესაბამისობაში სტანდარტებთან, რომლებშიც ადამიანებს შეეძლება იცხოვრონ სრულფასოვნად, ვგულისხმობ, რომ წვიმისას არ ჩამოდიოდეს წყალი,არ იყოს სინესტე. არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დაავადებები, ასეთ პირობებში ცხოვრება, მათი სიცოცხლისთვის საშიშია, ასე, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაგვხვდა ორთავე საცხოვრისში.
მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლებისაგან. ყველა აქ წამოჭრილი საკითხის ადგილობრივ დონეზე გადაჭრა შესაძლოა არ იყოს მარტივი, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი, რომ საქართველოში სულ რამდენიმე, 5-6 სოციალურ საცხოვრისს მიხედოს იმგვარად, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ადამიანების ღირსეული ცხოვრების პირობები იქნას გადაჭრილი მათი ინტერესების სასარგებლოდ.
ბუნებრივია, ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ადამიანების ცხოვრების ხარისხიან პირობებთან და უსაფრთხოების საკითხებთანაა დაკავშირებული, გვექნება შესაბამისი შეფასებები, რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშში წარვუდგენთ პარლამენტს, და იმედი მაქვს, ამ საკითხებზე ხელისუფლებას ექნება ეფექტური რეაგირება, რადგან აქ არაა საუბარი რამდენიმე ადამიანზე, არამედ რამდენიმე ასეულ ადამიანზე, რომელთა შორის არიან ხანდაზმულები, შშმ პირები, ძალიან ბევრი ბავშვი, რომლებსაც სჭირდებათ განვითერებისთვის შესაბამისი გარემო _განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მსგავსი სტატიები
- 57"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 57საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 56ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 55ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 54დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…